ძიუდო

17:02 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-90კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი შეხვედრები წარმატებით განვლეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალის საგზურისთვის ლიპარტელიანი პოლონელ კუჩერას დაუპირისპირდება, მატიაშვილს კი ფრანგ ტედი რინერთან ელის ჭიდაობა.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 18:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს -http://2tv.ge/ge/live.html

ინტერნეტ ტრანსლაცია - http://www.eju.net/calendar/

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1125