ფეხბურთი

12:03 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” სკუდეტოს გაფორმების მოლოდინში, “რომა” მეორე ადგილისთვის ფინალს ითამაშებს

იტალიის ჩემპიონის ვინაობა შესაძლოა, 35-ე ტურში გაირკვეს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ “იუვენტუსი” თავის თამაშს მოიგებს, ხოლო კონკურენტი “ნაპოლი” გასვლაზე “რომას” ვერ დაამარცხებს. მოკლედ, ამის შანსი მართლაც დიდია.

“იუვე” ფლორენციაში ჩავა და მორიგი სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მართლაც გასაოცრად თამაშობს და ბოლო 24 მატჩიდან 23 აქვს მოგებული. მართლაც დიდებული შედეგია – იტალიის ჩემპიონატში სარეკორდო. “ფიორენტინა” რთულ დღეშია თავის მხრივ და მორიგი ქულების დაკარგვა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს სეზონის ბოლოს პაულო სოუზა დატოვებს, რომელმაც “იების” მოლოდინი ვერ გაამართლა და თუ სეზონი მართლაც კარგად დაიწყო, მეორე ნახევარი მთლიანად ჩაუვარდა. ისევ “იუვეს” დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ ტურინელთათვის აღნიშნულ მატჩს დიდი დატვირთვა გააჩნია: “ბებერი ქალბატონი” 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში სკდეტოს დაპატრონების შანსს ამ ტურშივე მიიღებს. ასეც რომ არ მოხდეს, მომდევნო ტურში “იუვენტუსი” მორიგ ჩემპიონობას უსათუოდ იზეიმებს. მოკლედ, სკუდეტოს ბედი გადაწყვეტილია.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ორშაბათსაა ჩანიშნული – “რომა” “ნაპოლის” დაუხვდება. მატჩს უდიდეს მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის. “ნაპოლის” წაფორხილების უფლება არ გააჩნია, ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ ჩემპიონობის თეორიული შანსი ისევ აქვს და მეორეც, რომ “რომა” მისი კონკურენტია და თუ დამარცხდება, შესაძლოა სკუდეტო კი არა, მეორე ადგილიც დაკარგოს. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. ნეაპოლელებს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება გონსალო იგუაინი, რომელიც თავის მხრივ ბომბარდირობისთვის იბრძვის და მეტიც, “ოქროს ბუცის” მოგების შანსიც აქვს. “რომაში” კი მთავარი სალაპარაკო თემა ფრანჩესკო ტოტია – ლეგენდარულმა ჩესკომ წინა ტურში დუბლი შეასრულა, თანაც ფასეული. მისმა ორმა გოლმა “ჯალოროსის” “ტორინო” დაამარცხებინა.

ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს მილანის “ინტერს” – “ნერაძურის” კარგი სერია ჰქონდა, მაგრამ სამი დღის წინ გენუაში წააგო და მდგომარეობა გაირთულა. რობერტო მანჩინის გუნდის მთავარი პრობლემა გოლის გატანაა. მთელი სეზონია, “ინტერნაციონალე” ძირითადად მინიმალური ანგარიშებით იგებს, პრობლემა მაშინაც იქნება, როდესაც მაურო იკარდი გოლს ვერ იტანს. ასე იყო “ჯენოასთან” მატჩისაც. მეტოქე კი, “უდინეზეა”, რომელსაც თავისი მიზნები გააჩნია. ჯიჯი დე კანიოს გუნდმა წინა ტურში მოიგო და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მეორე მილანური გრანდი “მილანი” გასვლაზე “ვერონას” ეთამაშება. ლუიჯი დელ ნერის გუნდი თითქმის გავარდნილია და ეს ინფორმაცია შესაძლოა, სწორედ ლომბარდიელებთან თამაშის შემდეგ გაოფიციალურდეს. “მილანს” კი “კარპისთან” ვერმოგების მერე კრიტიკა დაატყდა თავს. განსაკუთრებით, კრისტიან ბროკის, რომელმაც ახალ პოსტზე პირველი ქულები დაკარგა. მნიშვნელოვანი თამაშია ფროზინონეშიც, სადაც ადგილობრივი გუნდი უშუალო კონკურენტ “პალერმოს” ხვდება. ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია და ამ მატჩის მნიშვნელობას ეს განსაკუთრებულად ზრდის. სიცილიელთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას დავიდე ბალარდინიც ხვდება. მისი თქმით, მათთვის აღნიშნული თამაში ფინალის ტოლფასია.

“ინტერი” – “უდინეზე”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

23 აპრილი, 22:45 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ფელიპე მელო, კონდოგბია; ედერი, იოვეტიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, კუზმანოვიჩი, ფერნანდესი, პასკუალე; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ფროზინონე” – “პალერმო”

ფროზინონე, “მატუზა”

24 აპრილი, 14:30 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, რუსო, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, ფრარა; პაგანინი, დ. ჩიოფანი, კრაგლი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; რისპოლი, გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ბრუგმანი; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “კიევო”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

24 აპრილი, 17:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე; ჩიგარინი, დე რუნი, კურიტჩი; დიამანტი, გომესი, ბორიელო

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; პინცი, რიგონი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ბოლონია” – “ჯენოა”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

24 აპრილი, 17:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დონსა, ბრიგი, ტაიდერი; მუნირი, ფლოკარი, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; იცო, მუნიოსი, დე მაიო; ანსალდი, რიგონი, ტაკჩიდისი, დზემაილი, გაბრიელ სილვა; ჩერჩი, პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ანტონიო დამატო

“სამპდორია” – “ლაციო”

გენუა, “მარასი”

24 აპრილი, 17:00 საათი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; დიაკიტე, სილვესტრე, კასანი; დე სილვესტრი, ფერნანდო, კრისტიჩიჩი, დოდო; ალვარესი, სორიანო; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; კანდრევა, კლოზე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ტორინო” – “სასუოლო”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

24 აპრილი, 17:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ობი,, მოლინარო; ბელოტი, მარტინესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

24 აპრილი, 22:45 საათი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბადეი, ბორხა ვალერო; ტელო, ილიჩიჩი, ბერნანრდესკი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი, ხედირა, ლემინა, პოგბა, ევრა; მანჯუკიჩი, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“რომა” – “ნაპოლი”

რომი, “ოლიმპიკო”

25 აპრილი, 17:00 საათი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი

მწვრთნელი: სტეფან ელ შაარავი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ვერონა” – “მილანი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

25 აპრილი, 19:00 საათი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, მორასი, ალბერტაცი; მარონე, გრეკო; ვსჟოლეკი, გომესი, რებიჩი; პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; აბატე, ძაპატა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, მონტოლივო, მაური; ბონავენტურა; ბაკა, მენეზი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კარპი” – “ემპოლი”

მოდენა, “ბრალია”

25 აპრილი, 21:00 საათი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; პოლი, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო, დი გაუდიო; ლოლო, მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ბიტანტე, კოსიჩი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167