ფეხბურთი

3:12 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზავი “სენტ ჯეიმს პარკზე”

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “ნიუკასლმა” საკუთარ კედლებში “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ქულის მოპოვება მოახერხა.

შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-14 წუთზე კოლაროვის მიერ მოწოდებულ სტანდარტულს აგუეროს ზუსტი თავური მოჰყვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი არ უნდა ჩაეთვალათ. “კაჭკაჭებმა” გათანაბრება 31-ე წუთზე მოახერხეს – ვურნონ ანიტა მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად გაისარჯა და ჯო ჰარტს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

მეორე ნახევარში უპირატესობას “სიტი” ფლობდა და უფრო მეტი საგოლე მომენტიც ჰქონდა. სტუმრები შორიდან ბევრს ურტყამდნენ, რადგანაც “ნიუკასლს” ორი მეკარე ჰყავს დაშავებული და მესამე კიპერი დარლოუ დამაჯერებლობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა. მასპინძლებს 88-ე წუთზე ჰქონდათ 100%-იანი მომენტი, ჟორჟინიო ვეინალდუმი მშვენივრად გაისარჯა და დასარტყმელ პოზიციაზეც გავიდა, მაგრამ ჯო ჰარტს ვეღარ აჯობა – 1:1.

“ნიუკასლმა” 29 ქულა დააგროვა, მე-19 ადგილზე დარჩა და მე-17 ადგილოსან “ნორვიჩს” 2 ქულით ჩამორჩება. “სიტი” კი, 61 ქულით მე-3 საფეხურზე დარჩა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დღეს “არსენალი” იმარჯვებს, პოზიციის დათმობა მოუწევს.

ნიუკასლი – მანჩესტერ სიტი 1:1 (1:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): დარლოუ, ლასკელესი, მბემბა, ანიტა, დუმეტი, კოლბეკი, ტიოტე, ა.პერესი (აარონსი 92), სისოკო, თაუნსენდი (ვეინალდუმი 81), სისე (მიტროვიჩი 55).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, კომპანი, კოლაროვი, ზაბალეტა, ფერნანდო, დელფი (სტერლინგი 68), ტურე (ფერნანდინიო 73), ნავასი (ბონი 84), დე ბრუინი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 აგუერო (14), 1:1 ანიტა (31)
გაფრთხილებები: ანიტა, ა.პერესი, სისოკო – კომპანი, მანგალა
მსაჯი: კევინ ფრენდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137508