ფეხბურთი

2:55 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" სკუდეტოს უახლოვდება, ტოტი ჩხუბობს, მარკიზიო ევროპას გამოტოვებს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIII ტურში “ნაპოლის” მარცხით “იუვენტუსმა” ისარგებლა და მდევარს უკვე 9 ქულით გაასწრო. რაც თითქმის იმის მაუწყებელია, რომ სკუდეტო ბინასაც წელსაც ტურინელთა ბანაკში დაიდებს ბინას. ამასობაში, მორიგი ქულები გაანიავა “რომამ”, ხოლო რომის “ლაციოში” მიჯრით მეორე თამაში მოიგო სიმონე ინძაგიმ. წარმატებული დებიუტი ჰქონდა კრისტიან ბროკისაც “მილანის” თავკაცის რანგში.

“იუვენტუსს” მოსაგები თამაში ჰქონდა და მოიგო კიდეც. “პალერმო” ბოლო დროს ისე ცუდად თამაშობს, მწვრთნეელბს ლამის ყოველ ტურში იცვლის და გასაკვირი არაა, რომ არც ტურინში სწევია კარგი ბედი. “ბებერმა ქალბატონმა” დასაწყისშივე გაიტანა – პოლ პოგბას გადაცემა ლამაზი გოლის სამი ხედირამ დააგვირგვინა. მართალია, მერე “იუვეს” საკმაო პაუზა გამოუვიდა, მაგრამ ბოლო ოც წუთში ერთიანად აინაზღაურა და სამი გოლი შეაგდო. მათ შორის, ხუან კუადრადოს ძალზე ლამაზი გამოვიდა: კოლუმბიელმა პატარა შედევრი შექმნა.

მიუხდავად გამარჯვებისა, “იუვესთვის” მთლად სასიხარული თამაში არ გამოსულა. მე-15 წუთზე კლაუდიო მარკიზიომ ტრავმა მიიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, იტალიელ ნახევარმცველს ჯვარედინი მყესები დაუზიანდა, რის გამოც მოედნაზე მომდევნო ექვს თვე ვერ გავა. ანუ, ევროპის დამდეგი ჩემპიონატი მის გარეშე ჩაივლის.

“რომამ” კი ამასობაში ბერგამოში იმდენი მოახერხა, ორბურთიანი ფორა გაანივა და რომ არა ფრანჩესკო ტოტის ყოჩაღობა, უქულოდ დარჩებოდა. ლეგენდას 10 წუთიც ეყო, რომ მშობლიური გუნდი მარცხისგნა ეხსნა. როგორც იტალიურმა მედიამ დაწერა, თამაშის შემდეგ ტოტი და სპალეტი ერთმანეთს ხელით შეეხნენ. მოკლედ, “ჯალოროსიში” განგაშის ზარმა ჩამოკრა. თანაც, “ინტერიც” უკვე სათოფეზეა და ვინ იცის, მეორე კი არა, “რომას” მესამე ადგილიც სანატრელი გაუხდეს.

მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვებით დაიწყო მილანური ხანა კრისტიან ბროკიმ. “მილანმა” მნიშვენლოვანი სამი ქულა ტურის დასკვნით მატჩში გენუაში გაიფორმა. “სამპდორიას” კარში ერთადერთი გოლი კარლოს ბაკამ გაიტანა, რომელმაც მშრალი სერია როგორც იქნა, დაასრულა.

ზედიზედ მეორედ მოიგო რომის “ლაციომ”. სიმონე ინძაგი ჯერჯერობით ჩინებულად მუშაობს, “ლაციალემ” დღეს “ემპოლის” უპრობლემოდ აჯობა. სხვათა შორის, ტრიბუნებზე სიმონეს უფროსი ძმა, ფილიპო გახლდათ მოკალათებული და ძმას ქომაგობდა.

“ატალანტა” – “რომა” 3:3 (2:2) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე; მილიაჩო, ფრეულერი, კურტიჩი; დ’ალესანდრო (რაიმონდი 75), ბორიელო (პინილია 74), გომესი (ბრივიო 90)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“რომა” (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ძუკანოვიჩი (ელ შაარავი 54), დინიე (ემერსონი 34); ნაინგოლანი, დე როსი (ტოტი 78), ფლორენცი; სალაჰი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 დინიე (23), 0:2 ნაინგოლანი (27), 1:2 დ’ალესანდრო (33), 2:2 ბორიელო (37), 3:2 ბორიელო (50), 3:3 ტოტი (86), მანოლასი (90)

გაფრთხილება: ბორიელო (51), მაზიელო (55), რაიმონდი (90), კურტიჩი (90) - ძუკანოვიჩი (35), დე როსი (68), ჯეკო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 13 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ფიორენტინა” – “სასუოლო” 3:1 (1:0) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, რონკალია, ტომოვიჩი; ტელო (ბერნარდესკი 70), ვესინო, ბადეი, ალონსო; ბორხა ვალერო (ბლაშჩიკოვსკი 88), ილიჩიჩი (სარატე 77); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო (აჯაპონგი 73), აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, პელეგრინი (ფალჩინელი 76), დანკანი; ბერარდი, პოლიტანო (სანსონე 69), დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 როდრიგესი (10), 1:1 ბერარდი (56), 2:1 ილიჩიჩი (57), 3:1 კონსილი (84, ა.გ)

გაფრთხილება: ტელო (60) – ვრსალიკო (35), პელუზო (45), ბერარდი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 7 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ვერონა” – “ფროზინონე” 1:2 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი (მორასი 21), ბიანკეტი, ალბერტაცი (ვსჟოლეკი 80); ვივიანი, ემანუელსონი; იანკოვიჩი (პაცინი 46), იონიტა, გომესი; ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, რუსო, პრიიმა, კრიველო; გორი (კარლინი 71), ფრარა, გუჩერი (სოდიმო 86); დ. ჩიოფანი, კრაგლი (ჩიბსა 46), პაგანინი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 0:1 რუსო (15), 1:1 ბიანკეტი (64), 1:2 ფრარა (90)

გაფრთხილება: ბიანკეტი (23), ვივიანი (62) – ფრარა (30), კრიველო (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

“იუვენტუსი” – “პალერმო” 4:0 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბონუჩი, ბარძალი; კუადრადო, ხედირა (პადოინი 78), მარკიზიო (ლემინა 16), პოგბა, ევრა; მანჯუკიჩი, დიბალა (მორატა 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“პალერმო” (5-3-2): სორენტინო; რისპოლი, ანდელკოვიჩი, გოლდანიგა (ლა გუმინა 72), გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, ჩოჩევი, იაიალო (ბრუგმანი 59); ტრაიკოვსკი, ვასკესი

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 1:0 ხედირა (10), 2:0 პოგბა (71), 3:0 კუადრადო (74), 4:0 პადოინი (89)

გაფრთხილება: ბარძალი (29), მორატა (86) – ჰილიერმაკი (29), გოლდანიგა (45), გონსალესი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“უდინეზე” – “კიევო” 0:0 (0:0)

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 13 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, ფელიპე, დანილო; ვიდმერი, კუჟმანოვიჩი, ფერნანდესი (ჰეტრო 88), ბადუ (ჰალფრედსონი 51), პასკუალე (ალი ადნანი 56); ტერო, ძაპატა

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი (სპოლი 75), გობი; რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, კასტრო; ბირსა (პეპე 68); ინგლეზე (ფლორო ფლორესი 64), მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გაფრთხილება: კუჟმანოვიჩი (11), ფერნანდესი (82) – ცეზარი (58), კაჩატორე (59), სპოლი (82)

გაძევება: ფელიპე (77) – მეჯორინი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 3 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ლაციო” – “ემპოლი” 2:0 (2:0) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 23 000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი (ბასტა 84), ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი; პაროლო, ბილია, ონაზი; კანდრევა, კლოზე (ჯორჯევიჩი 71), კეიტა (ანდერსონი 63)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ემპოლი” (4-3-1-2): პეგოლეტი; ლაურინი (ბიტანტე 19), კოსტა, კოსიჩი, მარიო რუი; კროჩე, პარედესი (დიოუსე 68), ბუჩელი; საპონარა; პიუ (მჭედლიძე 59), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 კანდრევა (7, პენ), 2:0 ონაზი (44)

გაფრთხილება: კეიტა (26), ბილია (28), პაროლო (30) - კოსიჩი (6), მჭედლიძე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 3 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სამპდორია” – “მილანი” 0:1 (0:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (3-5-2): ვივიანო; კასანი, დიაკიტე, სილვესტრე; დე ლისველსტრი, სორიანო, კრისტიჩიჩი (ბარეტო 66), სორიანო (მურიელი 81), დოდო; ალვარესი (კორეა 56), კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, ანტონელი; ბერტოლაჩი (პოლი 54), კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა (ბოატენგი 88); ბაკა (მენეზი 80), ბალოტელი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

გოლი: 0:1 ბაკა (71)

გაფრთხილება: კრისტიჩიჩი (29), ფერნანდო (71), დე სილვესტრი (74) – პოლი (74), კუცკა (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
0.402356