ფეხბურთი

23:01 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ვერცხლის სინთან" ერთ ნაბიჯშია (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა და ჯერჯერობით მიუნხენის “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიისთვის” შანსის მიცემას არ აპირებს.

მიუნხენელების მორიგი მსხვერპლი გელზენკირხენის “შალკე” გახდა – 3:0. “ხუმარებმა” მხოლოდ პირველი ტაიმი გაძლეს და მეორე ნახევარში სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს. “რეკორდმაისტერის” მორიგ წარმატებას საფუძველი რობერტ ლევანდოვსკიმ ჩაუყარა, რომელმაც რთულ მომენტში ანგარიში გახსნა, მერე დუბლი შეასრულა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. არტურო ვიდალის გოლმა კი მხოლოდ გამანადგურებელი სხვაობა დააფიქსირა. სხვათა შორის, ჩილელი ნახევარმცველი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და როგორც ჩანს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა. ყოველშემთხვევაში ახლა ნამდვილად ისეთი ვიდალია მოედანზე, როგორიც ტურინის “იუვენტუსში” თამაშისას გახლდათ. “შალკეს” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ძალიან, ძალიან გაუჭირდება. ანდრე ბრეიტენრეიტერის გუნდი ქულებს ადვილად ანიავებს და მეოთხე ადგილს დღითიდღე სცილდება.

რახან ჩემპიონთა ლიგის ზონა ვახსენეთ, იქ მოხვედრის მთავარი ფავორიტი უკვე არა “ჰერტა”, არამედ “ლევერკუზენია”. “ბაიერი” ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია და მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს. როჯერ შმიდტის გუნდმა ამჯერზე შინ ფრანკფურტის “აინტრახატს” მოუგო დიდი ანგარიშით. “ლევერკუზენმა” უკვე იმდენი შეძლო, არათუ მეოთხე, არამედ მესამე ადგილზე აღზევდა. “აინტრახტის” მდგომარეობა უმძიმესია. შანსი იმისა, რომ ეს გუნდი გავარდეს, ტურიდან ტურამდე მატულობს...

ბოლო სამ თამაშში მოპოვებული ქულის გამო უკვე მესამე ადგილზე აღარაა ბერლინის “ჰერტა”, რომელიც ამ პოზიციას კარგა ხნის განმავლობაში ამაგრებდა. “ჰერტამ” დღეს ზინსჰეიმში, “ჰოფენჰაიმთან” წააგო, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იგებდა. პალ დარდაის გუნდის მთავარი საზრუნავი ახლა დროულად გონს მოსვლა და ქულების დაგროვებაა, არადა, მომდევნო ტურში დედაქალაქელები თვით “ბაიერნს” ეთამაშებიან. ისე, მათი ბედი, რომ ბოლო დროს ვეღარც “შალკე” ვარგობს და ვეღარც “გლადბახი” - პირველი წრის მერე უიმედო აუტსაიდერი “ჰოფენჰაიმი” უკვე ცხრილის შუაშია და გავარდნის საფრთხე თითქმის აღარ ემუქრება. ესეც თქვენი, 28 წლის იურგენ ნაგელსმანი...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიცე-ჩემპიონმა “ვოლფსბურგმა” სეზონი ჩააგდო. “მგლების” ბოლო იმედი ჩემპიონთა ლიგა იყო და იქედანა გამოვარდნის მერე ბუნდესლიგაშიც ინერციით წააგეს. დიტერ ჰეკინგის ბიჭებს ამჯერად ბრემენის “ვერდერთან” “ვეზერშტადიონზე” მოუვიდათ იაღლიში. აღსანიშნავია, რომ მა მატჩში ანგარიში მასპინძელთა ვეტერანმა ფორვარდმა კლაუდიო პიზარომ გახსნა, რომლისთვისაც ეს “ვერდერის” მაისურით გატანილი 102-ე გოლი აღმოჩნდა, კრისტიან ბოდეს შედეგი გააუმჯობესა და “მუსიკოსთა” ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა. “ვერდერმა” აღნიშნული გამარჯვებით სპალი-აუთო პოზიციას თავი ვერ დააღწია, მაგრამ მაინც ძალზე მნიშვნელოვანი 3 ქულა ირგუნა. ვინ იცის, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდს ეს ქულები როდის და რა მომენტში წაადგება.

“აუგსბურგი” – “შტუტგარტი” 1:0 (1:0)

აუგსბურგი, “WWK არენა”

მაყურებელი: 30 660

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ოპარე, გუველეუვი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი (იანკერი 90); კოო, ალტინტოპი (ჰონგი 85), საიუბი; ფინბოგასონი (ბობადილია 80)

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“შტუტგარტი” (4-4-2): ტიტონი; შვააბი, სუნჯიჩი ნიედერმაიერი, ინსუა; კლეინი (მაქსიმი 46), გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი; კრავეცი (ტაშჩი 73), ვერნერი (კლიმენტი 84)

მწვრთნელი: კრამნი

გოლი: 1:0 ფინბოგასონი (36)

გაფრთხილება: ოპარე (67), კორი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შტილერი

“ლევერკუზენი” – “აინტრახტი” 3:0 (0:0) (მიმოხილვა)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 30 210

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; იედვაი, ტაჰი, კრამერი, ჰენრიხსი; იურჩენკო (ფრეი 84), არანგიზი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (კისლინგი 59), ბრანდტი; ჩიჩარიტო (კამპლი 70)

მწვრთნელი: შმიდტი

“აინტრახტი” (4-1-4-1): ჰრადეცკი; ჩანდლერი, აბარაჰამი, რუსი, ოზჩიპკა; ჰასებე; აიგნერი (ვალდშმიდტი 77), სტენდერა (კიტელი 46), ჰუსჟტი, სეფეროვიჩი; კასტაინოსი (ჯაკპა 61)

მწვრთნელი: კოვაჩი

გოლები: 1:0 კამპლი (70), 2:0 ბრანდტი (76), 3:0 ბელარაბი (90)

გაფრთხილება: იურჩენკო (34), ბელარაბი (61), ტაჰი (73), იედვაი (78) – სეფეროვიჩი (60), აიგნერი (73), ჩანლდერი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 9:1

მსაჯი: აიტეკინი

“დარმშტადტი” – “ინგოლშტადტი” 2:0 (0:0)

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

მაყურებელი: 15 600

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემეიერი (კემპე 42), გონდორფი; ჰელერი (სირიგუ 73), ვრანჩიჩი, რაუში; ვაგნერი (პლატე 88)

მწვრთნელი: შუსტერი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი (ლექსი 81), კრისტიანსენი; ჰინტერსეერი (ლეჩკიე 54), ლეზჩანო, ჰარტმანი (კოენი 70)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 რაუში (51), 2:0 ვაგნერი (85)

გაფრთხილება: რაუში (46), ვაგნერი (68) – კრისტიანსენი (71), ლეჩკიე (75), მატიპი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ვეინერი

“ჰოფენჰაიმი” – “ჰერტა” 2:1 (1:1)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 27 745

“ჰოფენჰაიმი” (3-1-4-2): ბაუმანი; შარი (კადერაბეკი 53), სულე, სტრობლი; პოლანსკი; ტოლიანი, ამირი, ოხსი (შვეგლერი 67), ვოლანდი (ზუბერი 85); უტი, კრამარიჩი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი, ლუსტენბერგერი; ჰარაგუჩი (ბაუმიოჰანი 88), დარიდა (ვან დერ ბერგი 85), კალუ; იბიშევიჩი (შიბერი 73)

მწვრთნელი: დარდაი

გოლები: 0:1 შტარკი (26), 1:1 შარი (33), 2:1 უტი (85)

გაფრთხილება: პოლანსკი (26), კადერაბეკი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ვინკმანი

“ვერდერი” – “ვოლფსბურგი” 3:2 (1:1) (მიმოხილვა)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 40 557

“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია (სტერნბერგი 54); ფრიტცი, გრილიტში; იატაბარე (ოზტუნალი 90), იუნუზოვიჩი, ბარტლესი; პიზარო (ჰუსინგი 83)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია (კალიჯური 72), ნალდო, კნოხე, როდრიგესი; გუილავოჯი (კრუსე 72), ლუის გუსტავო; ენრიკე (ტრეში 58), არნოლდი, შურლე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლები: 1:0 პიზარო (32), 1:1 გუილავოჯი (36), 2:1 ბარტლესი (64), 3:1 იატაბარე (83), 3:2 დოსტი (86)

გაფრთხილება: გარსია (26) – შურლე (17), ვიეირინია (31), ლუის გუსტავო (77), ბენალიო (83), არნოლდი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 8 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: შტარკი

“ბაიერნი” – “შალკე” 3:0 (0:0) (მიმოხილვა)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; რაფინია, ბენატია (კიმიხი 63), ალაბა, ბერნატი; ლამი; კომანი, გიოტცე, ვიდალი (როდე 78), დუგლას კოშტა (რიბერი 68); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“შალკე” (3-4-3): ფარმანი; რეიტერი, მატიპი, ნოიშტადტერი; კაისარა, ჰოიბერგი, გეისი (ბელჰანდა 69), აოგო; სანე, ჰუნტელაარი (მეიერი 69), ჩუპო-მოტინგი (შოპფი 82)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (54), 2:0 ლევანდოვსკი (65), 3:0 ვიდალი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 3:6

მსაჯი: ველცი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.333561