ფეხბურთი

16:02 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - ტური, რომელიც ბევრ რამეს გაარკვევს

იტალიის სერია A-ს XXXIII ტური დღეს სამი მატჩით დაიწყება. მათ შორისაა ტურის ცენტრალური დაპირისპირება, “ინტერი” – “ნაპოლი”. ხვალ, ლიდერი “იუვენტუსი” შინ სიცილიურ “პალერმოს” დაუხვდება, ხოლო კრისტიან ბროკის დებიუტი გენუაში ექნება, სადაც “მილანი” ადგილობრივ “სამპდორიას” სტუმრობს.

მილანის “ინტერს” სეზონის წინ მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ჰქონდა დასახული, მერე ისე აეწყო სიტუაცია, ჩემპიონობისკენ გაიწია, მაგრამ “ნერაძურიმ” მეორე წრე ჩააგდო და ახლა ლიგის საგზურიც სანატრელი აქვს. თუმცა, რობერტო მანჩინის გუნდს სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გააჩნია და დღეს შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ მატჩსაც ითამაშებს. მართალია, “ნაპოლისთან” “ინტერნაციონალემ” რომც მოიგოს, ქულათა სხვაობას დიდად ვერ შეამცირებს, მაგრამ სამაგიეროდ, ფსიქოლოგიურად გაიუმჯობესებს მდგომარეობას და არც მესამე ადგილს დაშორდება ძალიან. ლომბარდიულმა გრანდმა წინა ტურში ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა. საერთოდ, მიმდინარე სეზონში “ინტერი” ძირითადად 1:0-ებით იგებს და აკი აღნიშნა კიდეც მანჩინიმ, ჩვენი მთავარი პრობლემა გოლის გატანააო. “ნაპოლის” კი მილანში პრინციპულ მეტოქესთან თამაშში მთავარი ფიგურის, გონსალო იგუაინის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. მართალია, “პიპოტას” სასჯელი შეუმცირეს, მაგრამ ჯერაც დისკვალიფიკაციას იხდის, მას ისევ მანოლო გაბიადინი ჩაანაცვლებს, რომელმაც წინა ტურში გოლიც გაიტანა. მაურიციო სარის გუნდისთვის ქულების დაკარგვა შესაძლოა, ჩემპიონობის დაკაგრვის ფასად დაუჯდეს. მოკლედ, “ჯუზეპე მეაცაზე” დღეს ორივე გუნდი მოსაგებად გაიწევს და ძალზე დაძაბული, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ხვალ, “იუვენტუსი” გასავარდნ ზონაში მყოფ “პალერმოს” მასპინძლობს, რომელსაც თავისი გასაჭირი აქვს. მასიმილიანო ალეგრის ძალზე გასახარი ამბავი აქვს – “ბებერ ქალბატონს” ერთი თვის შემდეგ ლიდერი პაულო დიბალა უბრუნდება, რომელიც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტოში იქნება. გოლების გატანა მარიო მანჯუკიჩმაც დაიწყო და სწორედ ეს დუეტი შეუტევს კუნძულელებს. “პალერმო” გასავარდნ ზონაშია და გუნდში სრული ქაოსია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უკვე მერამდენედ სიცილიელებმა მთავარი მწვრთნელი იცვალეს. ორი კვირის წინ დანიშნული ვალტერ ნოველინო დავიდე ბალარდინიმ შეცვალა, ვინც მიმდინარე სეზონში მაურიციო ძამპარინის უკვე გაგდებული ჰყავდა... საერთოდ, “პალერმო” მწვრთნელების ხშირი ცვლით ყოველთვის გამოირჩეოდა. რამდენად აქვს წარმატების შანსი აუტსაიდერ გუნდს “იუვენტუს სთედიუმზე” რთული სათქმელია.

“მილანში” სინიშა მიხაილოვიჩი აღარ არის. როგორც სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, სერბის გაშვების მიზეზი საშინელი თამაშია. “მილანის” მეპატრონემ დასძინა, ასე ცუდად მოთამაშე “მილანი” არ მახსოვსო. სინიშა კრისტიან ბროკიმ შეცვალა, ექსმილანელმა და პრიმავერას გუნდის თავკაცმა. როგორც ამბობენ სეზონის ბოლომდე, თუმცა კულუარებში იმაზეც საუბრობენ, “როსონერის” მომავალ სეზონშიც ბროკი გაწვრთნისო. ყოველშემთხვევაში კრისტიანის მილანური სამწვრთნელო თავგადასავალი გენუაში, “სამპდორიასთან” მატჩით დაიწყება, რომელსაც თავის მხრივ, თავისი მიზნები და ამოცანები აქვს გადასაჭრელი – “სამპა” გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს და სამშვიდობოს საბოლოოდ გასვლა სწადია.

“რომა”, რომელმაც ბოლო ტურში სახლში მოულოდნელად “ბოლონიას” ვერ მოუგო, ბერგამოს “ატალანტას” ესტუმრება. ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის აღნიშნულ თამაშს დიდი მნიშვნლობა აქვს, რადგან მის წინ და უკან მყოფი, “ნაპოლი” და “ინტერი” ერთმანეთს ეთამაშებიან და ორივე თუ არა, ერთ-ერთი ქულებს აუცილებლად დაკარგავს, რაც “ჯალოროსის” სატურნირო ცხრილში პოზიციის გამყარების საშუალებას მისცემს. “ატალანტა” კი სახიფათო ზონაშია და ქულები მასაც ჰაერივით სჭირდება. “რომას” ანაკლის აქვს – სტეფან ელ შაარავი.

ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია გასავარდნ ზონაში მყოფ “ვერონასა” და “ფროზინონეს” დაპირისპირება. ეს მატჩი მასპინძელთათვის ბოლო იმედია, ხოლო დიდად უკეთეს მდგომარეობაში არც რობერტო სტელონეს გუნდია. კარგად დაწყებული საქმის ასევე გაგრძელებას “კიევოსთან” მატჩში შეეცდება სიმონე ინძაგი, რომლის დებიუტი “ლაციოში” “პალერმოს” განადგურებით დასრულდა. 33-ე ტური კი დღეს, ბოლონიაში დაიწყება, სადაც ადგილობრივი, საკმაოდ კარგად მოთამაშე გუნდი, “ტორინოს” მასპინძელია.

“ბოლონია” – “ტორინო”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

16 აპრილი, 17:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე, როსეტინი, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, ბრიგი; რიცო, ფლოკარი, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ვივესი, ბენასი, ობი, მოლინარო; მარტინესი, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: როსარიო აბისო

“კარპი” – “ჯენოა”

მოდენა, “ბრალია”

16 აპრილი, 20:00 საათი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კრიმი, ბიანკო, დი გაუდიო; ლოლო; მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; იცო, დე მაიო, მარკეზე; ანსალდი, რიგონი, დზემაილი, რინკონი; ჩერჩი, პავოლეტი, ლაქსალტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ინტერი” – “ნაპოლი”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

16 აპრილი, 22:45 საათი

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, მედელი, კონდოგბია; ედერი, იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიომ, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “რომა”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

17 აპრილი, 14:30 საათი

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე; ფრეულერი, მილიაჩო; დალესანდრო, კურტიჩი, გომესი; პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; სალაჰი, ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ფიორენტინა” – “სასუოლო”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

17 აპრილი, 17:00 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ალონსო; ტელო, ვესინო, ბადეი, პასკუალი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, დეფრელი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ლუკა ბანტი

“იუვენტუსი” – “პალერმო”

ტურინი, “ივენტუს სთედიუმი”

17 აპრილი, 17:00 საათი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბონუჩი, ბარძალი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ბრუგმანი; ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“უდინეზე” – “კიევო”

უდინე, “დაჩია სთედეიუმი”

17 აპრილი, 17:00 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, კუჟმანოვიჩი, ფერნანდესი, არმერო; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; ფლორო ფლორესი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ვერონა” – “ფროზინონე”

ვერონა, “ბენტეგოდი”

17 აპრილი, 17:00 საათი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, სამირი, ალბერტაცი; იონიტა, ვივიანი; ვსჟოლეკი, გომესი, რებიჩი; პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, პრიიმა, რუსო, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, ფრარა; პაგანინი, დ. ჩიოფანი, კრაგლი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ლაციო” – “ემპოლი”

რომი, “ოლიმპიკო”

17 აპრილი, 20: საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ბიშევაცი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ემპოლი” (4-3-1-2): პეგოლეტი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ბუჩელი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სამპდორია” – “მილანი”

გენუა, “მარასი”

17 აპრილი, 22:45 საათი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; დიაკიტე, სილვესტრე, მოისანდერი; დე სილვესტრი, ფერნანდო, კრისტიჩიჩი, დოდო; ალვარესი, სორიანო; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ბონავენტურა; ბაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11389