ფეხბურთი

1:20 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელები” ოთხეულის გამყარებას “სტემფორდ ბრიჯზე” ეცდებიან

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.

უნდა ითქვას, რომ სატურნირო მდგომარეობის მხრივ, ბოლო წლებში ამ კლუბების დაპირისპირება გაცილებით საინტერესო გახლდათ. ორივენი უმეტესწილად ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, თუმცა წელს განსხვავებული სიტუაციაა. “ჩელსი” ცხრილის შუაშია გაჩხერილი, ხოლო “სიტი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ცდილობს.

გასულ ტურში “ჩელსიმ” მშვენიერი სვლა შეწყვიტა და 2016 წელს პრემიერლიგაში პირველად წააგო. გუნდს ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს და მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრების გასახარად ითამაშებს. მასპინძლები ტრავმების გამო ლოიკ რემის, ედენ აზარს, კურტ ზუმასა და ჯონ ტერის მოისაკლისებენ.

“ქალაქელები” დღევანდელ შეხვედრას შესანიშნავ ხასიათზე ხვდებიან. მანჩესტერელებმა სამშაბათს პსჟ დაამარცხეს და არსებობის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში პირველად გავიდნენ.

მანუელ პელეგრინის შეგირდები დღეს გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. “სიტი” ამჟამად მე-3 ადგილოსან “არსენალს” 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარ “იუნაიტედს” 4 ქულით უსწრებს. სტუმრებს რაჰიმ სტერლინგი და ვინსენტ კომპანი ჰყავთ ტრავმირებულნი.

პირველი წრის მატჩში “სიტიმ” სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ასმირ ბეგოვიჩის დამწუხრება სერხიო აგუერომ, ვინსენტ კომპანიმ და ფერნანდინიომ მოახერხეს.

20:30 ჩელსი – მანჩესტერ სიტი

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ბაბა, მიკელი, ფაბრეგასი, ლოფტუს-ჩიკი, ვილიანი, პედრო, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, მანგალა, სანია, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, ნავასი, სილვა, დე ბრუინი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: მაიკლ დინი

დღის სხვა მატჩები:

15:45 ნორვიჩი – სანდერლენდი
18:00 ევერტონი – საუთჰემპტონი
18:00 მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა
18:00 ნიუკასლი – სუონსი
18:00 ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი

0.141602