ფეხბურთი

10:21 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" VS "პარი სენ ჟერმენი" - ღირსების საქმე ნახევარფინალია

დღეს ერთკვირიანი პაუზის შემდგომ ჩემპიონთა ლიგა განახლდება და პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გვიან ღამე გვეცოდინება. მანჩესტერში, ადგილობრივი "სიტი" "პარი სენ ჟერმენს" დაუხვდება. ეს, ის მატჩია, რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს.

პარიზში გამართული შეხვედრა ძალზე თვალსასეირო გამოვიდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გუნდებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს. განსაკუთრებით, პსჟ-მ. დღევანდელ მატჩი ორივე გუნდისთვის სეზონის უმთავრესი თამაშია. “სიტის” შიდა ჩემპიონატში ხელი ჩაქნეული აქვს და ახლა მთავარი მიზანი ლიგის ნახევარფინალში გასვლაა. რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზელებს შიდა ჩემპიონატი კარგა ხნის მოგებული აქვთ და ლიგის გარდა, საზრუნავი აღარაფერი დარჩენიათ.

დღევანდელ მატჩში მასპინძლები უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან სამი შედეგიდან ორი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ რა თქმა უნდა, შეხვედრა 3:3 ან უფრო შედეგიანი ფრით არ დასრულდება. 2:2-ზე კი დამატებითი დრო დაინიშნება. მივა თუ არა, აქამდე საქმე დღეს გავიგებთ. ისე კი, როგორც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, ისინი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ. პელეგრინის თქმით, ისინი 0:0-ზე თამაშს არ აპირებენ, ხოლო ბლანმა აღნიშნა, რომ პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები უკვე გაანალიზებულია.

პსჟ მანჩესტერს საკადრო პრობელემებით სტუმრებს. პირველი მატჩის მსგავსად ვერ ითამაშებენ მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე, ხოლო დავიდ ლუიზი და ბლეზ მატუიდი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციას იხდიან. მოკლედ, ბლანს საფიქრალი არამარტო პირველი მატჩის შედეგის გამო, არამედ შემადგენლობის მხრივაც აქვს.

დანაკლისია მასპინძელთა ბანაკშიც: მოედანზე ვერ გავლენ ვინსენ კომპანი და რაჰიმ სტერლინგი. თუმცა, კევინ დე ბრუინი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს, რაც სტერლინგის დანაკლისს ავსებს.

“სიტის” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გავიდეს, ხოლო თუ წარმატებას პსჟ მიაღწევს, პარიზელები ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს 21 წლიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდებიან.

მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “სიტი” შემტევი გუნდია. შესაბამისად, მოედანზე გოლების გასატანად და მოსაგებად გავალთ. ვიცით, რომ 0:0 ხელს გვაძლევს, მაგრამ ამ შედეგზე თამაში კარგს არაფერს მოგვიტანს. ყოველი თამაში განსხვავებულია. ახლა მხოოდ პსჟ-სთან მატჩი გვიტრიალებს თავში და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ვთამაშობთ ინგლისში.

პარიზში ფრე დავიმსახურეთ, დღესაც ისევე უნდა ვითამოშოთ, როგორც ერთი კვირის წინ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი”.

ლორან ბლანი (“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ თამაშში დაშვებულ შედმომებს ანალიზი გავუკეთეთ, განსაკუთრებით დაცვაში. “სიტის” ბევრი სივრცეები მივეცით, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა.

დღეს კი, მაქსიმალური შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ვითამაშოთ, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. გასულ კვირაში ჩვენ არცთუ კარგ ფორმაში ვიყავით. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და და თუ ბევრ მომენტს შევქმნით, დარწმუნებული ვარ მეტოქეზე მეტ გოლს გავიტანთ.

პარიზული მატჩის მერე ფეხბურთელები გაბრაზებულნი იყვნენ შანსის ხელიდნა გაშვების გამო. ახლა უკეთ ვარ მზად. პირველ მატჩში ნაკლებად კონცენტრირებულნი ვიყავით, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მათ შორის პენალტიც ვერ გავიტანეთ. ახლა, მანჩესტერში, “სიტი” სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას ფლობს, ჩვენი მიზანი კი ერთადერთია: გავიტანოთ მათზე მეტი გოლი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

12 აპრილი, 22:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში; ფერნანდინიო, ტურე; ნავასი, დე ბრუინი, სილვა; აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი; რაბიო, ტიაგო მოტა, სტამბული; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187179