ფეხბურთი

11:32 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” VS “იუვე” – რეპეტიცია ფინალამდე

იტალიის სერია A-ს XXXII ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, მილანში გაიმართება, სადაც “მილანი” ტურინის “იუვენტუსს” დაუხვდება. ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი “ნაპოლი” კი საკუთარ მოედანზე ღრმა აუტსაიდერ “ჰელას ვერონას” მასპინძლობს.

პირველ წრეში “იუვემ” მეტოქეს 1:0 აჯობა, შესაბამისად დღეს, “მილანს” რევანში აქვს ასაღები. გარდა ამისა, თამაში სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ტურინული გრანდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო მილანური – ევროზონაში მოსახვედრად. თუმცა, არც პირველი წრის და არც დღევანდელი მატჩი ამ გუნდთა დაპირისპირებაში წლეულს მთავარი არ იქნება. მოგეხსენებათ, 21 მაისს, თასის ფინალშიც “მილანი” – “იუვე” იქნება.

სინიშა მიხაილოვიჩმა ამ თამაშისთვის საერთოდ არ გამოიძახა ჟერემი მენესი, რომელმაც ტრავმის მოშუშების მერე ფორმა ვერფარით აღიდგინა. ანდრეა ბერტოლაჩი კი დისკვალიფიცირებულია. დანაკლისი სტუმრებსაც აქვთ და თანაც გაცილებით სერიოზული. ტურინული მატჩის გმირი პაულო დიბალა და ჯორჯო კიელინი ტრავმებს მკურნალობენ, ხოლო სამი ხედირა დისკვალიფიკაციას იხდის.

დღეს იტალიისთვის უჩვეულოდ ოთხი მატჩი იქნება: მილანის “ინტერი” გახსნის ტურს ფროზინონეში ადგილობრივ გუნდთან. “ნერაძური” ნელ-ნელა ჩემპიონთა ლიგის ზონას სცილდება და დიდი შანსია ევროპის უპრესტიჟულესმა ტურნირმა მომავალ წელსაც მის გარეშე ჩაიაროს. “ფროზინონე” კი თავის მხრივ, გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის. მოკლედ, “სტადიო მატუზაზე” მეტად პრინციპული თამაშია მოსალოდნელი.

ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს “ნაპოლის”, რომელიც კვირას სახლში “ჰელას ვერონას” მასპინძლობს. მაურიციო სარის მთავარი დარმტყმელი ძალის, გონსალო იგუაინის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რომელსაც წინა ტურში მსაჯზე გაწევა არ აპატიეს და ოთხი თამაშით დასაჯეს. საერთოდ, ამ კვირაში იტალიურ გაზეთებში მთავარი თემა სწორედ იგუაინის გაძევება და დისკვალიფიკაცია გახლდათ. ისე კი, საინტერესო იქნება “ნაპოლის” ხილვა “პიპიტას” გარეშე. რაც შეეხება მეტოქეს, “ვერონა” უიმედო აუტსაიდერი იყო, მაგრამ წინა ტურში გასვლაზე “ბოლონია” დაამარცხა და ახლა სამშვიდობო ზონას 6 ქულით ჩამორჩება. მცირე, მაგრამ შანსი ნამდვილად აქვს. როგორც ჩანს, ლუკა ტონის კრიტიკამ თანაგუნდელებზე კარგად იმოქმედა...

ბრწყინვალედ მობურთვე “რომა” ტურის დასკვნით მატჩში, უკვე ორშაბათს “ბოლონიას” დაუხვდება. ლუჩანო სპალეტის ბიჭები უკვე კარგა ხანია დაფრინავენ და წინა ტურში დერბიც მოიგეს, რამაც “ლაციოს” ექსთავკაცი სტეფანო პიოლი უმუშვარი დატოვა. თვითონ “რომამ” კი ამასობაში მეორე ადგილისკენ გაიწია და თუ ასე გააგრძელებს, ვინ იცის, იქნებ წელსაც ვიცე-ჩემპიონი გახდეს.

“ფროზინონე” – “ინტერი”

ფროზინონე, “მატუზა”

9 აპრილი, 17:00 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, ფრარა; ტონევი, დ. ჩიოფანი, კრაგლი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ალექს ტელეში; კონდოგბია, მედელი; ედერი, ბროოვიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“კიევო” – “კარპი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

9 აპრილი, 20: საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; საბელი, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო, დი გაუდიო; ლასანია; მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“სასუოლო” – “ჯენოა”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

9 აპრილი, 20:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; იცო, მუნიოსი, დე მაიო; ანსალდი, რიგონი, რინკონი, დზემაილი, ლაქსალტი; სუსო, პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“მილანი” – “იუვენტუსი”

მილანი, “სან სირო”

9 აპრილი, 22:45 საათი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო, კუცკა, ბონავენტურა; ბაკა, ბალოტელი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბონუჩი, ბარძალი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ემპოლი” – “ფიორენტინა”

ემპოლი, “კასტელანი”

10 აპრილი, 14:30 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ვესინო, ბორხა ვალერო; ბერნარდესკი, ილიჩიჩი, ტელო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ნაპოლი” – “ვერონა”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

10 აპრილი, 17:0 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): გაბრიელი; ჰისაი, ალბიოლი, ჩირიკეში, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, ბიანკეტი, სამირი, ალბერტაცი; ვივიანი, იონიტა; ვსჟოლეკი, გომესი, რებიჩი; პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სამპდორია” – “უდინეზე”

გენუა, “მარასი”

10 აპრილი, 17:00 საათი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; დიაკიტე, რანოკია, მოისანდერი; დე სილვესტრი, Fერნანდო, კრისტიჩიჩი, დოდო; ალვარესი, სორიანო; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, კუჟმანოვიჩი, ჰალფრედსონი, არმერო; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

მსაჯი: კარმინე რუსო

“ტორინო” – “ატალანტა”

ტურინი, “ოლიმპიკო”

10 აპრილი, 17:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; ბელოტი, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, პალეტა, დრამე; დე რუნი, ჩიგარინი; კურტიჩი, დიამანტი, გომესი; პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: მარკო დი ბელო

“პალერმო” – “ლაციო”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

10 აპრილი, 22:45 საათი

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, ბრუგმანი, იაიალო; ქუაისონი, ჯილარდინო, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: ვალტერ ნოველინო

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ბიშევაცი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“რომა” – “ბოლონია”

რომი, “ოლიმპიკო”

11 აპრილი, 22:45 საათი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; კეიტა, პაინიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დონსა, დიავარა, ბრიგი; რიცო, ფლოკარი, მუნირი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117933