ფეხბურთი

22:27 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: ჩემპიონთა ლიგის ზონაში სიტუაცია დაიძაბა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია. მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” შინ მესამე ადგილოსან “ჰერტას” მეტად მარტივად მოუგო და დედაქალაქურ გუნდთან ქულათა სხვაობა შეამცირა.

ანდრე შუბერტის გუნდი სტაბილურობით რომ გამოირჩეოდეს, ვინ იცის, იქნებ ახლა არათუ ლიგის ზონაში მოსახვედრად, არამედ უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა. “გლადბახს” შეუძლია ერთი თამაში დიდი ანგარიშით მოიგოს, თანაც მოწინავე გუნდთან და მერე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფთან დამარცხდეს. “ჰერტასთან” ბორუსიელთა წარმატება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დამდგარა და ანგარიში, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა, სრულიად ლოგიკურიც გახლდათ. არადა, “ჰერტა” წელს მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს და ახლაც მესამე ადგილზეა. თუმცა, “ბორუსია პარკზე” მეკარემ და დაცვის ხაზმა ერთმანეთზე უარესად ითამაშეს და მასპინძლები მათ საჯარიმოში დათარეშოდბნენ... შუბერტის გუნდიდან საუკეთესო ედენ აზარის ძმა, ტიბო იყო, რომელმაც გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო. ახლა, “ჰერტა” “გლადბახს” მხოლოდ სამი ქულით უსწრებს, იქვე არიან ლევერკუზენის “ბაიერი”, “მაინცი” და “შალკე” – სწორედ აღნიშნულ ხუთეულში უნდა გათამაშდეს ორი სალიგო ადგილი. დარჩენილი 6 ტური კი უაღრესად საინტერეოს იქნება.

ტურის დასკვნით მატჩში “ჰოფენჰაიმმა” და “კიოლნმა” ქულები გაიყვეს. “სოფლელები” გადარჩენისთვის იბრძვიან და დღევანდელ მატჩში მოგება მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, მაგრამ ბოლოს მხოლოდ ქულის გადარჩენაზე მოუწიათ ზრუნვა. ისიც სათქმელია, რომ ზინსჰეიმელები გასავარდნ ზონაში უკვე აღარ არიან, რაც პირველი წრის მერე რთული წარმოსადგენიც კი იყო. რაც შეეხება “კიოლნს”, “თხები” მშვიდად, ცხრილის შუაში იმყოფებიან და გაისადაც ბუნდესლიგაში მოუწევთ გარჯა.

“გლადბახი” – “ჰერტა” 5:0 (1:0) (მიმოხილვა)

მიონხენგლადბახი, “ბოურისა პარკი”

მაყურებელი: 53 114

“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ჯონსონი, დაჰუდი (იანტშკე 81), ქსაკა, ვენდტი; სტინდლი; ჰანი (ჰერმანი 66), აზარი (ტრაორე 83)

მწვრთნელი: შუბერტი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, შტარკი, ლუსტენბერგერი, პლატეჰარდტი; სკიელბერგი, სიგერსი (ჰეგელერი 46); ჰარაგუჩი (სტოკერი 81), დარიდა (ბაუმიოჰანი 63), კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

გოლები: 1:0 აზარი (14), 2:0 ჰანი (60), 3:0 ჰერმანი (76), 4:0 აზარი (80), 5:0 ტრაორე (85)

გაფრთხილება: ჰანი (24) – კალუ (59), ვეიზერი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 7 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: სტეგერმანი

“ჰოფენჰაიმი” – “კიოლნი” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 30 150

“ჰოფენჰაიმი” (4-3-3): ბაუმანი; კადერაბეკი (შმიდი 79), ბიჩაკჩიჩი, სულე, ტოლიანი; ამირი (ოხსი 57), სტორბლი, რუდი; უტი (ვარგასი 57), კრამარიჩი, ვოლანდი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი, ვოგტი (ჰარტელი 86); ცოლერი (კლუნტერი 76), გერჰარტი, ბიტენკურტი (ოლკოვსკი 90); მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

გოლები: 0:1 ცოლერი (69), 1:1 ვოლანდი (90)

გაფრთხილება: ამირი (7), რუდი (39) – ცოლერი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 9 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: აიტეკინი

თეგებიბუნდესლიგა
0.199442