ფეხბურთი

12:04 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დერბი დელა კაპიტალე” განსხვავებული ხასიათით

იტალიის სერია A ორკვირიანი პაუზის შემდგომ დღეს ორი თამაშით განახლდება. ტურის ცენტრალური მატჩი კი კვირას, დედაქალაქში გაიმართება, სადაც რომაული დერბია – “ლაციო” – “რომა”.

გულშემატკივართა დაპირისპირების დიდი რისკის გამო თამაში დღე გაიმართება და საერთოდ, “დერბი დელა კაპიტალეს” ასეთ დროს ჩატარება სულაც აღარაა უცხო. გუნდები განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. “რომა” ჩემპიონთა ლიგის ზონაშია და ბოლო პერიოდში დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს. “ლაციალე” კი პირიქით – სტეფანო პიოლის გუნდი საშინელ სეზონს ატარებს, მიყოლებით თამაში კარგა ხანია არ მოუგია და ბუნებრივია, რომ ამ მატჩში “ჯალოროსის” შანსი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მეტოქის. პირველ წრეშიც სპალეტის გუნდმა მოიგო დამაჯერებლად (2:0), თუმცა მაშინ “რომას” რუდი გარსია ედგა სათავაში. ეს ნოემბერში მოხდა, ამის მერე კი “მგლებში” ბევრი რამ შეიცვალა. განსაკუთრებით, შეტევის ხაზი, სადაც სტეფან ელ შაარავი და დიეგო პეროტი ერთმანეთზე უკეთეს შთბეჭდილებას ტოვებენ. და მაინც, დერბი, დერბია და ბუნებრივია “ლაციო” მეტოქეს ადვილად არაფერს დაუთმობს. იტალიური ფეხბურთის მოყვარულთ კი წინ მართლაც განსაკუთრებული დაპირისპირება ელით.

სანამ ტურის მთავარი მატჩი იქნება, მანამდე ერთპიროვნული ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” შინ “ემპოლის” მიიღებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება. ერთია, რომ მასიმილიანო ალეგრის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ერთბაშად სამი წამყვანი მცველი არ ეყოლება: დისკვალიფიცირებული ალექს სანდრო, ტრავმირებულნი ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი. მართალია, “იუვეს” ჯორჯო კიელინი უბრუნდება, მაგრამ ჯორჯონემ ტრავმა ახლახან მოიშუშა და სასურველ ფორმაში ნაკლებ სავარაუდოა რომ იყოს. დღევანდელ მატჩში არც საუკეთესო ბომბარდირი პაულო დიბალა იქნება. მოკლედ, ალეგრის “იუვეს” შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს “ემპოლისთან” თამაში, რომელსაც თავის მხრივ 10 თამაშია უკვე რაც არ მოუგია. მარკო ჯამპაოლოს თქმით, ტურინში წარმატების მიღწევა უტოპია სულაც არაა და ვნახოთ ტოსკანელებს ამ საქმიდან რა გამოუვათ. “ემპოლის” რიგებში დღეს ვერ ვიხილავთ ლევან მჭედლიძეს, რომელსაც მცირე დაზიანება აღენიშნება. ლევანმა აღნიშნული მიზეზით სანაკრებო შეხვედრაც გამოტოვა.

საჩემპიონო რბოლაში “იუვეს” ერთადერთი კონკურენტი “ნაპოლი” სტუმრად “უდინეზეს” ეთამაშება, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ჯიჯი დე კანიოს სახით. ფრიულელები ბოლო ხანებში ძალზე წარუმატებლად თამაშობენ და გასავარდნ ზონასთან ძალზე ახლოს არიან. ასე რომ, ქულების დაგროვებას ჰაერივით საჭიროებენ. იგივე დღეშია “ნაპოლიც” – “აძური” თუ ქულებს გაანიავებს სკუდეტოს მოპოვების შანსს კიდევ უფრო შეიმცირებს და ეს მაურიციო სარის გეგმებში არ უნდა შედიოდეს. უდინეში ნეაპოლიტანელებს ძირითადი მეკარე პეპე რეინა არ ეყოლებათ მცირე ტრავმის გამო.

რაც შეეხებათ ლიგის ზონასთან მყოფ გუნდებს: “ინტერი’ შინ “ტორინოს” მიიღებს, ხოლო ფლორენციის “ფიორენტინა” “არტემიო ფრანკიზე” გენუის “სამპდორიასთან” ეცდება სამი ქულის მოპოვებას.

“კარპი” – “სასუოლო”

მოდენა, “ბრალია”

2 აპრილი, 20:00 საათი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო, დი გაუდიო; ლოლო; მანკოსუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“იუვენტუსი” – “ემპოლი”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

2 აპრილი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ევრა; სტურარო, ერნანესი, პოგბა; პერეირა; მორატა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“უდინეზე” – “ნაპოლი”

უდინე, “ფრიული”

3 აპრილი, 14:30 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, კუჟმანოვიჩი, ჰალფრედსონი, ფერნანდესი, არმერო; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო

“ნაპოლი” (4-3-3): გაბრიელი; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ატალანტა” – “მილანი”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

3 აპრილი, 17:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა, დრამე; ჩიგარინი, დე რუნი, კურტიჩი; დიამანტე, გომესი, პინილია

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ძაპატა, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ლუის Aდრიანო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“კიევო” – “პალერმო”

ვერონა, “ბენტეგოდი”

3 აპრილი, 17:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, რიგონი; ბირსა; ფლორო ფლორესი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“პალერმო” (4-4-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი; ჩოჩევი, იაიალო, ჰილიერმაკი, ტრაიკოვსკი; ჯილარდინო, ვასკესი

მწვრთნელი: ვალტერ ნოველინო

მსაჯი: მასიმილიანო მარიანი

“ფიორენტინა” – “სამპდორია”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

3 აპრილი, 17:00 საათი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ვესინო, ბადეი; ბერნარდესკი, ილიჩიჩი, ბორახ ვალერო; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; სილვესტრე, რანოკია, მოისანდერი; დე სილვესტრი, კრისტიჩიჩი, ფერნანდო, დოდო; სორიანო; ალვარესი; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ჯენოა” – “ფროზინონე”

გენუა, “მარასი”

3 აპრილი, 17:00 საათი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი, დე მაიო, იცო; რინკონი, დზემაილი, რიგონი, გაბრიელ სილვა; პანდევი, მატავცი, ლაქსალტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; ფრარა, სამარკო, გორი; კრაგლი, დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ლაციო” – “რომა”

რომი, “ოლიმპიკო”

3 აპრილი, 17:00 საათი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; პატრიკი, ბიშევაცი, ჰოედტი, ბრაიფიედი; კატალდი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ინტერი” – “ტორინო”

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

3 აპრილი, 22:45 საათი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, მედელი; ლიაიჩი, ედერი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ბენასი, ძაპაკოსტა; ბელოტი, მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: მარკო გუიდა

“ბოლონია” – “ვერონა”

ბოლონია, “რენატო დალ არა

4 აპრილი, 22:45 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ძუნიგა, როსეტინი, მაიეტა, მაზინა; დონსა, დიავარა, ტაიდერი; ჯაკერინი, ფლოკარი, მუნირი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; პიზანო, მორასი, ჰელანდერი, ალბერტაცი; ვივიანი, მარონე; ვსჟოლეკი, იონიტა, სილიგარდი; ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: დავიდე ჯერზინი

თეგებისერია ა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108253