ჩოგბურთი

22:22 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე და ჯავახიშვილი ძირითად ბადეში ითამაშებენ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან ძირითად ბადეში ერთადერთმა გააღწია.

მიზანს მე-6 ნომრად განთესილმა გიორგი ჯავახიშვილმა უწია, რომელმაც 2 მეტოქის დამარცხება შესძლო. მან რუს გრიგორი პოტემკინს 6:2, 6:3 სძლია, მე-9 რეიტინგის მქონე ბელარუს ივან ლიუტარევიჩს კი 6:1, 5:7, 6:4 მოუგო.

ძირითად ბადეში ჯავახიშვილი მე-4 ნომრად მიჩნეულ რუს ევგენი ტიურნევს გაეჯიბრება. საწყის რაუნდში ყაზახ საგადატ აიაპთან ჭიდილი მოუწევს გიორგი ცივაძეს, რომელიც კვალიფიკაციაში თამაშისგან თავისული იყო.

საკვალიფიკაციო ბადეში თავი ვერ გამოიჩინეს ვაჟა შუბლაძემ და ირაკლი მეტრეველმა. პირველი რუს ვიტალი კოზიუკოვთან (მე-3 განთესვა) 3:6, 1:6 დამარცხდა, მეორე კი ასევე რუს ვლადიმირ კოროლიოვს (მე-12) ვერ გაუმკლავდა – 2:6, 2:6.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილმა და ცივაძემ ბრიტანელ კუპერსა და ჩეხ მოტლს 6:4, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ ესპანურ-სერბულ დუეტს (ორტეგა-ოლმედო/ვუჩიჩი) ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119952