ძიუდო

16:56 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

25-27 მარტს თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის მასპინძლობს

25-27 მარტს თბილისი ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის გრან პრი 2016-ს ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს. თბილისის გრან პრი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ვაჟთა გუნდიდან ტატამზე, ყველა უძლიერეს ძიუდოისტს ვიხილავთ გუნდის ლიდერების ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) გარდა, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და ამჯერად დასვენების საშუალება ეძლევათ.

თბილისის გრან პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს, მათ შორის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ევროპის ჩემპიონები და მრავალგზის პრიზიორები ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+ 100კგ), ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), 2015 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებული ლევან მატიაშვილი (+ 100) და სხვა ტიტულოვანი წევრები.

წინასწარი განაცხადის თანახმად, თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 73 ქვეყნის წარმომადგენელი 448 ძიუდოისტი (272 ვაჟი, 176 ქალი) იასპარეზებს, მათ შორის ტიტულოვანი სპორტსმენები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, კორეადან, ბრაზილიიდან, ამერიკიდან და სხვა.

თბილისის გრან პრის დაესწრებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.

ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, თბილისის გრან პრიზე გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 300 სარეიტინგო ქულა დაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორებს 180, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 120.

თბილისის გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია 24 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 14:00 საათზე გაიმართება.

ტურნირი ახალ სპორტის სასახლეში 25 მარტს 10:00 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. გრან პრის პირველ დღეს, 25 მარტს 16:25 წუთზე დაგეგმილია ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

25 მარტი
დასაწყისი 10:00
ფინალური ბლოკი 17:00


-48კგ, -52კგ, -57კგ, -60კგ, -66კგ

26 მარტი
დასაწყისი 10:00
ფინალური ბლოკი 17:00

-63კგ, -70კგ, -73კგ, -81კგ

27 მარტი
დასაწყისი 10:00
ფინალური ბლოკი 17:00

-78კგ, +78კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

კაცები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი
-81კგ - უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა
-90კგ - ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
-100კგ - ალექსანდრე მსხალაძე, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

ქალები

-52კგ - მარიამ ჯანაშვილი
-57კგ - მარიამ ციხელაშვილი
-70კგ - ესტერ სტამი
+78კგ - ელენე ქებაძე
მთავარი მწვრთნელი: გია თენაძე

ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად 21 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე - აკრედიტაცია

25 მარტი
-48კგ, -52კგ, -57კგ, -60კგ, -66კგ

26 მარტი
-63კგ, -70კგ, -73კგ, -81კგ

27 მარტი
-78კგ, +78კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ

წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 10:00, ფინალური ბლოკი 17:00

მონაწილე ქვეყნები

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115502