ძიუდო

1:31 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შემადგენლობა თბილისის გრან-პრისთვის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 25-27 მარტს თბილისის გრან-პრიზე იასპარეზებს.

ვაჟთა გუნდიდან ტატამზე, ფაქტობრივად, ყველა უძლიერეს ძიუდოისტს ვიხილავთ ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გარდა, რომელთაც ამჯერად დასვენების საშუალება ეძლევათ.

საინტერესოა, რომ წინასწარი განაცხადის თანახმად, თბილისურ ტურნირზე 73 ქვეყნის წარმომადგენელი 451 ძიუდოისტი (272 ვაჟი, 179 ქალი) იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე

-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი

-73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი

-81კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა

-90კგ – ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი

-100კგ – ალექსანდრე მსხალაძე, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური

+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი

ქალები

-52კგ – მარიამ ჯანაშვილი

-57კგ – სალ ომე აბაშიძე

-70კგ – ესტერ სტამი

+78კგ – ელენე ქებაძე

25 მარტი

-48კგ, -52კგ, -57კგ, -60კგ, -66კგ

26 მარტი

-63კგ, -70კგ, -73კგ, -81კგ

27 მარტი

-78კგ, +78კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ

წინასწარი შეხვედრების დასაწყისი 10:00, ფინალური ბლოკი 17:00.

მონაწილე ქვეყნები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115067