თამაშგარე

11:07 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გალილეა მონტეხო წლებს ნებდება

ადრეც დაგვიწერია და მაშინაც სულ ჟრუანტელი გვივლიდა, როდესაც ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელის, კუატემოკ ბლანკოს მოდელ და მსახიობ ცოლზე, გალილეა მონტეხოზე გესაუბრებოდით. გალილეა ხომ ქალთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არასოდეს ბერდებიან და მის დანახვაზე კიმ ჩენ ირის დაცვის უფროსისთანა ხალხიც კი უცოდველ კრავად იქცევა ხოლმე.

ლათინოამერიკული სერიალების ჩვენებურმა მოტრფიალეებმა ალბათ განსაკუთარებით კარგად იციან გალილეას სახელი და შესაძლებვლობები, რადგან ამ ქალმა სახელი სწორედ მექსიკური სერიალებით გაითქვა და დიადი კუატემოკის შუშპარა და მჩქეფარე ცოლი მსახიობობას დღემდე აგრძელებს.

ერთადერთი, რაზეც ამ ბოლო დროს გალილეამ უარი თქვა, ეს მოდელის კარიერაა. თავად მონტეხომ გულრწფელი სინანულით განაცხადა, რომ ასაკმა და ჟამთა მდინარებამ მას თავისი კვალი დაატყო და პოდიუმის ფიცარნაგზე ძველებურად კუნტრუში მისი საქმე აღარაა. საქმეა ახლა ეს?...

0.097354