სხვა

12:45 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მშვილდოსანთა ნაკრების ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან (+VIDEO)

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დასრულდა მშვილდოსანთა ზამთრის მსოფლიოს პირველობა, სადაც ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და ინდივიდუალური შეჯიბრებისგან განსხვავებით გუნდურ პირველობაში იყოჩაღეს - ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომელსაც თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა რუსეთის ნაკრებს 6:2 მოუგო.

ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა, ვერცხლის მედალი პოლონელებმა დაისაკუთრეს, ბრინჯაო კი საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე იცავდნენ. შეგახსენებთ, ეს სამეული წლეულს რიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვა.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112968