კალათბურთი

20:45 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარეჟაო “გოლდენ სტეიტში” ითამაშებს

33 წლის ბრაზილიელი ცენტრი ანდერსონ ვარეჟაო “გოლდენ სტეიტში” გადავა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

მას შემდეგ რაც “კავალიერსმა” ვარეჟაო “პორტლენდში” გაუშვა, კალათბურთელმა და კლუბმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ცენტრი თავისუფალი აგენტი გახდა, რითაც “გოლდენ სტეიტმა” ისარგებლა და რამდენიმე დღეში ბრაზილიელთან მინიმალურ კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც იცით, “გოლდენ სტეიტს” მთავარი ცენტრი ავსტრალიელი ენდრიუ ბოგუტი ტრავმირებული ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104298