სხვა

1:33 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბესარიონ ჯაფარიძემ 32-ე ადგილი დაიკავა

ნორვეგიულ ლილეჰამერში მიმდინარე ზამთრის II ახალაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, გიგანტურ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა 17 წლის მესტიელმა მოთხილამურემ ბესარიონ ჯაფარიძემ.

შეჯიბრებაში მონაწილე 60 სპორტსმენიდან ოცდასამმა ფინიშამდე ვერ მიაღწია და დისკვალიფიკაცია მიიღო. ჯაფარიძემ პირველ ცდაზე 41-ე შედეგი აჩვენა, მეორე ცდაზე – 31-ე. ჯამში 2:54.17 წუთი დაუგროვდა და საბოლოო ცხრილში 32-ე ადგილი ერგო.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. რივერ რადამუსი (აშშ) – 2:35.05; 2. იოში კოიამა (იაპონია) – 2:36.12; 3. ანტონ გრამელი (გერმანია) – 2:36.54.

19 თებერვალს ჭაბუკი მოთხილამურეები, მათ შორის – ბესარიონ ჯაფარიძე, ერთმანეთს სლალომში გაეჯიბრებიან.

დღეისათვის მედლების საერთო რაოდენობით ლიდერობენ აშშ-ს სპორტსმენები: 7 ოქრო, 5 ვერცხლი; მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (7 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო), მესამეზე – გერმანია (4 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო).

სულ მედალოსანთა შორის 25 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117111