თამაშგარე

11:36 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსი და ბადიაურელი “შავი კოლა”

ხან გულით გვინდა ხოლმე, რომ აყლაყუდა პიტერ კრაუჩის გიჟმაჟ ცოლზე, ები (აბიგაილ) კლენსიზე წერას თავი ავარიდოთ, რადგან ამ ქალმა ჩვენი ნერვები და ილაჯი შეიწირა, მაგრამ ები კლენსი ისეთი ვინმეა, ფაქტობრივად ცნობიერების სფეროში გვეჭრება და გვაიძულებს – ყველამ ჩემზე ილაპარაკეთო. ეგეთი ქალია და შეეფეთე თუ გინდა...

აგერ, ამ ორი დღის წინ, თავის ხმელი წიფელივით ქმარზე უთქვამს, ძველ სიყვარულსა და გულის თრთოლვებს მე რა ვუთხარი, თორემ ეგეთი კაცები ბადიაურშიც ოხრად აწვია გზის პირასაო. ეს რომ ბადიაურელებმა გაიგეს, სულ ქოში უკუღმა ყარეს, მაგ ამძუვნებულმა ქალმა თავი დაგვანებოს, თორემ, ჩვენ ისეთი “შავი კოლა” გვყავს, მივუშვებთ და თავისი ეპატაჟურობა უკან დარჩებაო.

სანამ “შავი კოლა” ბარგს ალაგებს, ბრიტანეთის ვიზას ელოდება, საწმერთულს ამზეურებს და ლონდონური ოღარაშობისათვის ემზადება, მანამდე პიტერ კრაუჩის ცოლი თავისას არადა არ იშლის და დღენიადაგ იმის ფიქრშია რაიმე სკანდალური მოიფიქროს. მაგან არ იცის კოლას რეები შეუძლია!

0.090569