სხვა

23:17 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ფერაძის მე-11 ადგილი

ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში მიმდინარე ზამთრის II ახალაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, მოციგავეთა შეჯიბრებაში მე-11 ადგილი დაიკავა ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ფერაძემ.

თამაშების ჩემპიონი ლატვიელი კრისტერს აპარჯოსი გახდა, ვერცხლის მედალი გერმანელმა პაულ-ლუკას ჰაიდერმა მიიღო, ბრინჯაოსი კი – კანადელმა რიდ ვოთსმა.

მედლებისთვის ბრძოლაში სულ 22 მოციგავე მონაწილეობდა. ფერაძე პირველ ცდაზე 48.721 წამში დაეშვა (მე-10 შედეგი), ხოლო მეორეზე – 48.786 წამში (მე-13 შედეგი) და ჯამურად 1:37.507 წუთი დაუგროვდა. მან უკან ჩამოიტოვა რამდენიმე ძლიერი მეტოქე, მათ შორის – შვედეთის, აშშ-ს, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები.

ლაშა ფერაძე 2000 წლის 23 აპრილს ბაკურიანში დაიბადა, ციგაობაში ვარჯიში 9 წლისამ დაიწყო, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზური კი მსოფლიოს თასის ეტაპებზე სტაბილური გამოსვლის შემდეგ მიიღო.

ლილეჰამერში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი – 17 წლის მესტიელი სამთო მოთხილამურე ბესარიონ ჯაფარიძე იასპარეზებს. ის 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა, 19 თებერვალს კი – სლალომში.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0658