კალათბურთი

1:55 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის “რუენი” გასავარდნ ზონაშია

გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ “პარი ლევალუასთან” 78:93 წააგო და 5 მოგებით და 15 მარცხით მე-17 ადგილზე დარჩა, რაც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის წინაპირობაა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ცინცაძემ 2 სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“რუენს” მომდევნო შეხვედრა 26 თებერვალს, ისევ შინ, ცხრილის შუაგულში მყოფ “ვილერბანთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173068