ფეხბურთი

23:03 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორის „დილას“ ფედერაციიდან საშეჯიბრო და სალიცენზიო კომისიის წევრები ესტუმრნენ

9 თებერვალს სტადიონების ინსპექტირების (საშეჯიბრო და სალიცენზიო) კომისია შემდეგი შემადგენლობით: მამუკა კვარაცხელია – სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, თამარ ასათიანი – სტადიონების ინსპექტირების კოორდინატორი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, ლევან თოფურია – უსაფრთხოების და განმკარგულებლებლების სპეციალისტი, გია ისიანი – უსაფრთხოების ოფიცერი და ალექსანდრე თორია – მინდვრის სპეციალისტი, სტადიონების და სავარჯიშო მოედნების ინსპექტირების მიზნით, გორის „დილას“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ.

ფედერაციიდან მოვლინებულმა სტუმრებმა, ადგილზე დაათვარიელეს მთავარი სტადიონის მოედნის საფარი, ისევე როგორც კლუბის ინფრასტრუქტურა. ასევე იმყოფებოდნენ „დილას“ საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან და ბუნებრივსაფარიან მოედნებზე.

მათ კლუბის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს და რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით ერთად იმსჯელეს.

„დილას“ პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117427