ჭადრაკი

22:37 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს პირველობამ 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და გამარჯვებული მოჭადრაკეები აგვისტოში, თანატოლთა შორის, ინდოეთში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეჯიბრზე დაწესებულია საპრიზო ფონდიც, რომელიც სამეულში გასულ ჭაბუკებსა და გოგონებზე ერთნაირად გადანაწილდება: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113531