კალათბურთი

21:57 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. 9 თებერვალს, თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ ამ ტურნირის ნახევარფინალებს უმასპინძლა.

პირველ წყვილში ერთმანეთს „აკადემია“ და „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. ჰიუნდაელებმა პირველი მეოთხედი 24:10 მოიგეს და უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.

საბოლოოდ, დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ 64:46 იმარჯვა და ფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 17 ქულით დათა გოგაძემ ულიდერა. 15 დააგროვა საბა გაჩეჩილაძემ.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „დინამო“ და „ორბი“ შეხვდნენ. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც დინამოელებმა მხოლოდ 4 ქულით მოიგეს.

მეორე ათწუთეულში მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა 29:11 იძალეს და მატჩის ბედი შეხვედრის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვიტეს.

საბოლოოდ, „დინამომ“ 94:52 მოიგო და ფინალში „ჰიუნდაის“ შეუწყვილდა. გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ირაკლი კილაძე, გიორგი ბიგანაშვილმა კი 16 ქულა მოაგროვა.

10 თებერვალს სპორტის ახალ სასახლეში მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „აკადემია“ და „ორბი“ შეხვდებიან. ფინალი კი 11 ოქტომბერს ჩატარდება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112099