ფეხბურთი

21:30 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-მ ბოლნისის სტადიონის ინსპექტირება ჩაატარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო და სალიცენზიო სამსახურების წარმომადგენლები თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს ეწვივნენ.

კომისიამ, მამუკა კვარაცხელიას ხელძღვანელობით, სტადიონის მინდვრის საფარი და სტადიონის ინფრასტუქტურა დაათვალიერა.

სტადიონების ინპესქტირების განყოფილების სამსახურმა, სტადიონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა “სიონი” საშინაო არენაზე თამაშს, 15 თებერვალს, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება.

ბოლნისის ცენტრალური სტადიონის გარდა, სფფ-ს წარმომდგენლებმა, სოფელ რატევანისა და დაბა კაზრეთის სავარჯიშო მოედნებიც დაათვალიერეს.

აქვე ვთქვათ, რომ ანტალიურ შეკრებაზე მყოფი “სიონი”, ხვალ, რიგით მეოთხე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ბოლნისელების მეტოქე, დანიის სუპერლიგის მეორე ადგილოსანი “ოლბორგი” იქნება.

“ოლბორგთან” დაპირისპირება, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, “ოლბორგი” საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.aabtv.dk) განახორციელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104335