ფეხბურთი

20:34 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის დანიშვნა ადრე “პანათინაიკოსსაც” სურდა

შოთა არველაძე, შესაძლოა, სალონიკის პაოკ-ის მწვრთნელი გახდეს. თავად შოთამ განაცხადა, რომ მზად არის წინადადება განიხილოს. პაოკ-ი საბერძნეთის სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა, გუნდს ხორვატი იგორ ტუდორი თავკაცობდა.
“მზად ვარ, წინადადება განვიხილო. კომენტარს ვერ გავაკეთებ იგორ ტუდორის მუშაობაზე, რადგან ეს არაა ჩემი პრეროგატივა” – უთხრა არველაძემ Gazzetta.gr-ს.
ამავე გაზეთის ინფორმაციით, შოთა არველაძის დანიშვნა ადრე ბერძნული “პანათინაიკოსსაც” სურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116972