ფეხბურთი

15:03 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შანხაი შინხუას” შეთავაზება “ჩელსის” – 14 მილიონი რემის სანაცვლოდ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა და ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ლოიკ რემიმ შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. როგორც The Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელით “შანხაი შინხუაა” დაინტერესებული და შეთავაზებაც გააკეთა.

29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ აზიური კლუბი “არისტოკრატებს” 14 მილიონ ევრო სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 7 მილიონ ევროს. ჯერჯერობით ლონდონელების პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია.

ჩინურ გუნდში “ჩელსის” ყოფილ ფეხბურთელთაგან დიდიე დროგბას უთამაშია, დემბა ბა კი აღნიშნულ გუნდში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა.

მიმდინარე სეზონში რემიმ ინგლისური გრანდის რიგებში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და ისიც უმეტესწილად შეცვლებზე შედიოდა. ფრანგმა თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.113111