რაგბი

13:00 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟვანია-ხმალაძის კომბინაცია კვირის საუკეთესო ლელოებში (+VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას 9 ლელო გაუტანა და მეტოქე 59:7 დაამარცხა. 72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზურაბ ჟვანიამ მეტოქე ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ცენტრთან გაჭრა ხაზი, მაღალ სისწრაფეზე 40 მეტრი დაფარა და რომ შებოჭეს ვარდნაში ლაშა ხმალაძეს ოფლოუდი ამოუგდო, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ მე-8 ლელო დადო.

ეს ლელო კვირის 5 საუკეთესო ლელოს შორის მე-4 ადგილზე გავიდა. არჩევანი ექვსი ერის, ერთა თასის, 20-წლამდე მორაგბეთა ექვსი ერის და სიდნეის 7-კაცაზე გატანილ ლელოებს შორის გაკეთდა.

მე-5 ადგილი ფრანგი ვირიმი ვაკატავას იტალიელთათვის გატანილ ლელოს ერგო, მე-3 ადგილზე ამერიკელი მოშვიდკაცის, პერი ბეიკერის უელსისთვის გატანილი ლელო გავიდა, მეორე ადგილი შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრის, ბლერ კინგჰორნის ინგლისელთათვის კონტრშეტევაზე გატანილ ლელოს ერგო, ხოლო პირველობა არავის დაუთმო ზელანდიელმა მოშვიდკაცე აკირა იოანემ, რომელმაც სიდნეის ეტაპზე ლამაზი ლელო ფიჯის გაუტანა.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103309