თამაშგარე

17:43 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარდაშიანი აიტანს!

ალბათ რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენჯერ, რამდენიც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სომხური ფესვების მქონე ამერიკელ სექს-სიმბოლოს, კიმ კარდაშიანს მოხვდა. საუბარია მუშტზე, რომელმაც კიმის ფაფუკ სხეულს მართალია დიდი ვერაფერი დააკლო, მაგრამ მოხვედრა მაინც მოხვედრაა!

როგორც ირკვევა, კიმ კარდაშიანი ნამეტანავად შეაწუხა ზედმეტმა კილოგრამებმა და წონის დაგდება სპორტული მეთოდით გადაწყვიტა, მაგრამ სკანდალებით სახელგავარდნილი კიმ კარდაშიანი რისი კარდაშიანი იქნებოდა, ბანალურად მხოლოდ ცურვითა და ტრენაჟორებით რომ შემოფარგლულიყო?

ამ ჩაჯირკულ ქალს, ამერიკაში ცნობილი კრივის სპეციალისტი დაუქირავებია და წონის ლიკვიდაციას თურმე სწორედ კრივით ახდენს. ჰოდა, არის ახლა მკერდზანზარა სომხის გოგო დიდ მუშტების ქნევასა და სპარინგობებში. პრინციპში, მის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, ეს ისედაც არ აკლდა. ახლა მთავარია, ისე იჩხუბოს, მის სათუთ მკერდს არაფერი დაუზიანდეს. თორემ, კიმი მაგარია - აიტანს!

0.136776