ძიუდო

14:33 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში მოექცა

პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა. მან რეიტინგში საფრანგეთის ნაკრების ლიდერს, ოლიმპიურ და მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონს ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.

ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერის აქტივში 3000 ქულაა. საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი, 41-ეზე – ნუგზარ ტატალაშვილი და 44-ზე – ადამ ოქრუაშვილი. სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.

შეგახსენებთ, რომ პარიზში 6-7 თებერვალს გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჭრიკიშვილი (81 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) მოიპოვა.

იხილეთ ინტერვიუ ავთანდილ ჭრიკიშვილთან, რომელსაც პარიზის გრან სლემზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ჟურნალისტი გაესაუბრა. ვიდეო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის ვებ-გვერდმა გაავრცელა.

0.107422