ძიუდო

20:26 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილის ოქრო და 500 ქულა

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის ჩემპიონია. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ფრანგულ ტატამზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე დამაჯერებლად მოიგო.

ფინალის გზაზე ჭრიკიშვილმა ფრანგი ალენ შმიტი, ჰოლანდიელი ნაელ ფან დე კამერი, უნგრელი ლასლო სოკნიაი და რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუბეცოვი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ორწლიანი პაუზის შემდეგ ავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121507