თამაშგარე

14:40 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარლოტა კანიჯა ელიავას "დაშლილებში"

პოპულარობა თოვლის გუნდასავითაა. თავიდან კოხტაა, მხიარულების ნაწილია, მაგრამ მერე თუ აგორდა და აზვირთდა, მტერი დაუდგეს წინ. ლეგენდარული კლაუდიო კანიჯას მაღვალაკი ქალიშვილი, შარლოტა კანიჯა, უკვე იმდენად პოპულარული ვინმე შეიქმნა, რომ მისი თავ-პირი ინტერნეტ-სივრცეში ლამის ვირუსად იქცა.

რა თქმა უნდა გეცოდინებათ, რომ შარლოტა კანიჯა ერთობ ეპატაჟური ქცევით გამოირჩევა და მისთვის საწმერთულის შემოძარცვა ისეთივე მარტივი ამბავია, როგორც ელიავაზე, აწუკვე ყოფილ "დაშლილებში" ისეთი ხელოსნის ნახვა, რომელმაც ყველაფერი იცის და ორი იმდენი კიდევ "დავიწყებული" აქვს.

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შარლოტა ერთ-ერთ არგენტინულ ტელეარხზე შოუს წამყვანად მოგვევლინება და მერე უნდა ნახოთ ეს გადარეული ქალი იქ რეებსაც დაატრიაალებს. მე თქვენ გეტყვით და რაიმე გულშემაღონებელის მოსაფიქრებლად დიდი ფიქრი მოუწევს. აზღუდის შესაკრავის ერთი გატკაცუნება და ეგაა!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089252