ფეხბურთი

2:03 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრეების დღე აპენინზე (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XIV ტურმა სტარტი მშვიდობიანად აიღო. დღეს გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, “ბოლონია” “ფიორენტინას”, ხოლო “ჯენოა” “ლაციოს” დაუზავდა.

გენუაში გამართულ მატჩი ისეთი შედეგით დამთავრდა, რომელიც არცერთ გუნდს ხელს არ აძლევდა. ეს განსაკუთრებით რომაელებზე ითქმის, რადგან “ლაციალე” ბოლო დროს საკუთარ თავს არ გავს და ქულებს მარტივად ანიავებს.

რაც შეეხება დღის პირველ თამაშს, იგი გაცილებით საინტერესოდ წარიმართა. ფლორენციის “ფიორენტინა” ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად გააფთრებით იბრძვის და “რენატო დალ არაზე” დაკარგული ქულები ვინ იცის, იქნებ ძვირადაც დაუჯდეს. არადა, მეორე ტაიმის დასაწყისში “იები” ფედერიკო ბერნარდესკის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ 4 წუთში იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ემანუელე ჯაკერინიმ წონასწორობა აღადგინა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტურის დარჩენილი მატჩები კი დღეს გაიმართება.

“ბოლონია” – “ფიორენტინა” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბიაიე, მაიეტა, გასტალდელო, მაზინა (კონსტანტი 76); ტაიდერი (ბრიენცა 82), დიავარა, დონსა; ჯაკერინი, დესტრო, მუნირი (ფლოკარი 65)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, რონკალია, ასტორი; ბერნარდესკი (ტომოვიჩი 90), მატი ფერნანდესი, ვესინო, პასკუალი; ბორხა ვალერო, ტელო (სარატე 81); ბაბაკარი (კალინიჩი 46)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (59), 1:1 ჯაკერინი (63)

გაფრთხილება: დიავარა (65), ჯაკერინი (65) – მატი ფერნანდესი (48, 57), ასტორი (65), რონკალია (69)

გაძევება: მატი ფერნანდესი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 11 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ჯენოა” – “ლაციო” 0:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ანსალდი (რიგონი 58), დზემაილი, რინკონი, ლაქსალტი; ჩერჩი (ტაკჩიდისი 69), პავოლეტი, სუსო (ლაზოვიჩი 79)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა (პატრისი 46), ჰოედტი, მაურისიო, კონკო; მაური (კეიტა 65), მილინკოვიჩ-სავიჩი, პაროლო; ანდერსონი, ჯორჯევიჩი, კატალდი (ლულიჩი 78)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გაფრთხილება: სუსო (52), მუნიოსი (61), რინკონი (85) - პაროლო (19), კატალდი (72), ლულიჩი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 6 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116646