ფეხბურთი

23:55 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “გრანადასთან” გასამართი პრიმერადივიზიონის 23-ე ტურის მატჩისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი

მცველები: ვარანი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, არბელოა

ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, კასემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ვასკესი, ხესე

“გრანადას” და “რეალის” დაპირისპირება “ნუევო ლოს კარმენესზე” 7 თებერვალს 23:30 საათზე დაიწყება.

0.119115