ძიუდო

19:44 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილი გრან სლემის ბრინჯაოს შეუტევს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრან სლემის პირველ დღეს საუკეთესო შემთხვევაში ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, სადაც იაპონელ ჰიროუკი აკიმოტოს დაუპირისპირდება.

სწორედ აკიმოტომ გამოთიშა მერვედფინალიდან ტურნირს ლაშა შავდათუაშვილი, უილეთო შეხვედრაში, ერთადერთი შიდოს უპირატესობით.

დღესვე ფრანგულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს.

ფინალური ბლოკის ბრძოლები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

0.116864