კალათბურთი

17:06 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის გუშინ დაწყებული მესამე წრის მეორე ტური დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში განახლდა.

პარკეტზე პირველები “ოლიმპი” და “სოხუმი” გავიდნენ. შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 12 ქულით, 20:8 დაწინაურდნენ. “ოლიმპის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მეორე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა. ამრიგად, პირველი ტაიმი ფრედ, 35:35 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი 21:13 დასრულდა “სოხუმის” სასარგებლოდ, რომელმაც შეხვედრა 10 ქულის სხვაობით 74:64 მოიგო.

ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი მოთამაშე მწვრთნელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ფორვარდმა ლევან ფაცაციამ შეიტანა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასია. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა “ოლიმპის” უკანახაზელმა რევაზ როგავამ დააგროვა.

ამჟამად მიმდინარეობს “რუსთავი”-“დინამოს” შეხედრა, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.

“ოლიმპი” – “სოხუმი” 64:74

(8:20, 27:15, 13:21, 16:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106342