ფეხბურთი

16:44 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ცისკარიძე ჩეხეთის “ტეპლიცეში” გადავიდა

29 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე ჩეხეთის “ტეპლიცეში” გადავიდა. “ტეპლიცე” ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში მეთორმეტე ადგილზეა. ზურაბმა 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცისკარიძეს აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, ბოლოს “სან-ანტონიო სკორპიონსში” გამოდიოდა და შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე მარცხენა მცველად და საყრდენ ნახევარმცველად თამაში.

ცისკარიძე შარშან სუპერგოლით გამოირჩა, როცა 65 მეტრიდან გაიტანა. დაახლოებით ასეთივე გოლი ადრე შვედეთის ჩემპიონატშიც გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113339