ფეხბურთი

16:09 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დუისბურგის” მწვრთნელი: “ჭანტურია ახლა უკეთ არის, ვიდრე თურქეთში იყო”

გერმანიის მეორებუნდესლიგელი “დუისბურგის” მწვრთნელი ილია გრუევი აღნიშნავს, რომ გიორგი ჭანტურია ბოლო ერთ კვირაში ვარჯიშებზე უკეთ გამოიყურება:

“გიორგი ახლა უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე ადრე. გამძლეობაშიც უკეთესობა ეტყობა. ჭანტურია ცდილობს, რომ უფრო აგრესიული გახდეს და იმედი გვაქვს, მისი თამაში მეორე ბუნდესლიგაში დარჩენაში დაგვეხმარება” - გრუევის სიტყვებს გერმანული reviersport-ი აქვეყნებს.

მწვრთნელი ადრე აღნიშნავდა, რომ თურქულ შეკრებაზე ჭანტურიას გაუჭირდა და საკონტროლო მატჩებში კარგად ვერ თამაშობდა, თუმცა ამჯერად პროგრესს ატყობს.

“დუისბურგი” ბოლო ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგის მატჩს ზეგ ჩაატარებს, გასვლაზე “არმინიას” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114867