რაგბი

10:54 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სად ვუყუროთ ერთა თასის შეხვედრებს

დღეიდან არა მხოლოდ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის, არამედ ევროპის სხვა მოწინავე ქვეყნებისთვისაც იწყება ახალი, 2016 წლის სეზონი. ოთხი გუნდი ექვსი ერის, ხოლო ექვსი - რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) გათამაშებაში ჩაებმება.

ერთა თასის გუნდებისთვის, ეს ტურნირი თასისთვის ბრძოლისა და 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პარალელურად, რომელიც 2017/2018 წლების შედეგების მიხედვით გათამაშდება (საქართველო კონკურსგარეშე იქნება, რადგან უკვე მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური), უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების საშუალებაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თამაშები გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს და კარგია, რომ მისი ხილვის საშუალება მსურველებს სთრიმების მეშვეობით ექნებათ. ეს ქართველ გულშემატკივარსაც ეხება. „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე მოხვედრას, რომელიც მხოლოდ 2100 გულშემატკივარს იტევს, ბევრი ვერ შეძლებს და მათთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ტელერეპორტაჟს გეგმავს. გარდა ამისა, რაგბი ევროპა აწყობს მისი ეგიდით ჩატარებული სამივე თამაშის სთრიმს.

„ბორჯღალოსანთა“ თამაშის დასრულებიდან ძალიან მალე, საქმეში რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებები ჩაებმებიან. ამბიციამოძალებული „დათვებისთვის“ ამ თამაშს სხვა დატვირთვაც აქვს. შარშან ესპანეთმა მეტოქე მადრიდში 43:20 გაანადგურა და ახლა რუსებს რევანში სწყურიათ.

უფრო გვიან იწყება რუმინეთისა და პორტუგალიის შეხვედრა. რუმინელები მომავალი მსოფლიო თასისთვის ახალი გუნდის შენებას იწყებენ, ხოლო პორტუგალიელებს ჯერჯერობით ორი წრის ჯამში უძლიერესთა შორის დარჩენის საკითხი აქვთ მოსაგვარებელი. შარშან რუმინელებმა ლისაბონში მეტოქე 37:10 დაამარცხეს.

შარშანდელი შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

თ მ ფ წ +/- ქ ბ

1.

საქართველო

5

5

0

0

158:42

21

1

2.

რუმინეთი

5

3

0

2

102:61

15

3

3.

ესპანეთი

5

3

0

2

131:99

14

2

4.

რუსეთი

5

3

0

2

103:119

13

1

5.

პორტუგალია

5

1

0

4

52:100

5

1

6.

გერმანია

5

0

0

5

61:186

1

1

შეგახსენებთ, რომ ორი წრის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი ქვედა დივიზიონში დაქვეითდება. 6 თებერვლის მატჩების განრიგი ასეთია:

ერთა თასი 2016. I ტური. 6 თებერვალი

თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი

საქართველო - გერმანია

სოჭი. „იუგ-სპორტი“. 15:55საათი

რუსეთი - ესპანეთი

კლუჟი. „კლუჟ-არენა“. 19:15 საათი

რუმინეთი - პორტუგალია

სამივე თამაშის ხილვა ამ მისამართზეა შესაძლებელი:

http://www.dailymotion.com/RugbyEurope

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116375