სხვა

19:13 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ლოგოები გამოვლინდა

ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალ სპორტის სასახლეში მოაწყო საქართველოში გასამართი ორი საერთაშორისო ტურნირის ლოგოების პრეზენტაცია-გამოფენა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

გამოფენაზე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი ხელბურთელები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები და კონკურსანტები იმყოფებოდნენ.

2016 წელს საქართველო მასპინძლობს სამ ევროპულ ტურნირს: 8-13 მარტს მსოფლიო თასის გათამაშებას ქალთა გუნდებს შორის (IHF/EHF Women`s Trophy 2016), 10-12 აპრილს - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 20 წლამდე ვაჟთა გუნდების მონაწილეობით (2016 Men`s European 20 Championship, Qualification round) და 14-21 აგვისტოს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 18-წლამდე ვაჟთა გუნდებს შორის (EHF Men`s 18 Championships 2016).

ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატისა (EHF Men`s 18 Championships 2016) და ქალთა გუნდებს შორის მსოფლიო თასის გათამაშების (IHF/EHF Women`s Trophy 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით ტურნირის ლოგოს შექმნაზე კონკურსი 8 იანვარს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. გამოცხადებულმა კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში მონაწილეობა ჯამში 60-მდე კონკურსანტმა მიიღო. გამოფენაზე მოხდება გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და დაჯილდოვება.

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს გამარჯვებული შოთა ტრანკაშვილი გახდა, ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების საუკეთესო ლოგოს ავტორად კი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი მიიჩნიეს. კონკურსში გამარჯვებულები ხელბურთის ფედერაციისგან 500-500 ლარს მიიღებენ.

ღონისძების ბოლოს, ბოლოს, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერანი ხელბურთელი და მსაჯი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი - გურამ ძაგანია სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=OX551qT2m9Y

http://msy.gov.ge/ -ს მიხედვით

0.11516