სხვა

18:54 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

5 მოგებით სტუ დაწინაურდა

საქართველოს ჩემპიონატზე, ხელბურთში, 5 მოგებით ლიდერობს ქვეყნის ჩემპიონი, სტუ, რომელმაც დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაამარცხა ფოთის „ოქროს ვერძი“, 51-37. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 34-31 მოუგო თბილისის „ქარიშხალას“.

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უპრობლემოდ მოიგო და ახალგაზრდებიც გამოსცადა, ქარიშხალამ კი სერიოზული ბრძოლა გაუმართა საქართველოს თასის მფლობელს, ბათუმის გუნდს და თავიდან 3-0 დაწინაურდა. ანგარიში პირველად მე-16 წუთზე გაათანაბრა მაისაშვილმა, ხოლო მეოცეზე აბრამიშვილმა ბათუმელები წინ გაიყვანა, 11-10.

„შავი ზღვის ბიჭებმა“ ტაიმი 18-16 მოიგეს და როცა შესვენების შემდეგ სხვაობა სწრაფად ავიდა ექვსამდე (22-16), თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა, მაგრამ ქარიშხალას ახალგაზრდები დანებებას არ აპირებდნენ. მამა-შვილ ფერაძეების ლიდერობით, სხვაობა მე-40 წუთზე სამამდე შემცირდა (22-15). ამის შემდეგ მიხეილ ჭინჭარაძემ მიაწყო რამდენიმე ფასტბრეიკი, მეკარე ხანდოლიშვილმა ზედიზედ მოიგერია მეტოქის შეტევები, ლუკა ბულბულაშვილმა გაათანაბრა, ხოლო 47-ე წუთზე გიგი ფერაძემ, რიცხობრივი ნაკლებობისას წინაც გაიყვანა ქარიშხალა - 27-26.

50-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, 28-28, მაგრამ ამის შემდეგ ქარიშხალას შეტევაში გაუჭირდა, ხოლო ბათუმმა გიორგი წივწივაძის ლიდერობით საბოლოოდ გატეხა მეტოქე - 34-31.

პირველი წრე დასრულდება მეექვსე და მეშვიდე ტურებით, 9-10 თებერვალს, ქუთაისში და 11-12 თებერვალს, თბილისში. პირველი სამეულიდან ერთმანეთში ითამაშებენ სტუ და სამტრედია - 9 თებერვალს, ქუთაისში.

4 საუკეთესო გუნდი რეგულარული სეზონის ორი წრის შემდეგ მედლებისთვის ბრძოლას მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ქარიშხალა-ბათუმი 31-34

ქარ: ხანდოლიშვილი - გ. ფერაძე 10, ჭინჭარაძე, 6, ბულბულაშვილი 5, მამულაშვილი 4, შევჩენკო 3, ზ. ფერაძე 2, საჯაია 1, დემეტრაშვილი

ბათ: ანდრიაძე - წივწივაძე 9, მაისურაძე 7, წითელიშვილი 5, აბრამიშვილი 4, ქარდავა 3, მაისაშვილი 3, გოგალაძე 1, სურმავა 1, გ. კობახიძე 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი, ვინოგრადსკი

მსაჯები: ნ. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ), დელეგატი: ვ. ვაკულა (უკრ)

სტუ-ფოთი 51-37

სტუ: მღებრიშვილი - ჭელიძე 13, არსენაშვილი 8, ჯორბენაძე 7, ორჯონიკიძე 4, ჩაკვეტაძე 4, ბაზანოვი 4, სამიტაშვილი 3, მიჩილაშვილი 3, ზაალიშვილი 3, სტურუა 2, მ. კობახიძე

ფოთ: ცერცვაძე - გამზარდია 10, ალანია 8, მიქაძე 7, ბიბილეიშვილი 5, ბაჯალაძე 3, ნემსაია 3, ა. ხუნჯუა 1, დაგარგულია

მსაჯები: ე.არაბული, ი. ჭკუასელი (უკრ), დელეგატი: თ. თევზაძე მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

---------------თ—მ—ფ—წ—-----ბ-----ქ

სტუ-----------5—5—0---0---186-156-10

სამტრედია---5—4—0—1—197-149--8

BSB ბათუმი--5—4—0—1---172-146--8

პეგასი---------5—3—0—2---164--172--6

ქარიშხალა----5—2—0—3---179-185--4

ქუთაისი------5—2—0—3---165-180--4

თელავი-------5—0—0—5---141-159--0

ფოთი---------5—0—0—5---176-233--0

9 თებერვალი, ქუთაისი

სამტრედია-სტუ, ქუთაისი-ქარიშხალა

10 თებერვალი, ქუთაისი

სამტრედია-ქარიშხალა, ქუთაისი-სტუ

11 თებერვალი, თბილისი

პეგასი-ფოთი, იმედი თელავი-ბათუმი

12 თებერვალი, თბილისი

პეგასი-ბათუმი, იმედი თელავი-ფოთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11936