ჩოგბურთი

18:48 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას აგენტი: “სერენას მარია სძულს”

რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას აგენტმა მაქს აიზენბადმა განაცხადა, რომ სერენა უილიამსს შარაპოვა სძულს.

“სერენას შარაპოვა სძულს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეგახსენებთ, რომ მარიამ წლების წინ მოულოდნელად სერენა უიმბლდონის ფინალში დაამარცხა. უმცროს უილიამსს არ უყვარს შარაპოვასთან თამაში. დარწმუნებული ვარ სერენას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ შარაპოვა მასზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. როცა სერენა მაშას ეთამაშება, მას სახეზე ეტყობა ბრაზი, სხვა შეხვედრებში ასე არ არის და ყველა ბურთის მოკვლა უნდა. მაგრამ ეს სერენას მხოლოდ პლუსია, ის დიდი მებრძოლია”- განაცხადა შარაპოვას აგენტმა.

0.115473