ჩოგბურთი

15:11 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელები ბრიტანელებთან დამარცხდნენ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის B ჯგუფში დიდი ბრიტანეთის გუნდთან უშანსო მარცხი განიცადა და მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დაპირისპირებამდე როგორც ქართველებმა, ასევე – ბრიტანელებმა სამხრეთაფრიკელებს 3:0 სძლიეს, ჯგუფში პირველობისთვის გამართულ შერკინებაში კი ბრიტანელთა უპირატესობა აშკარა იყო. მათ ერთეულთა ორივე მატჩი იოლად მოიგეს და წყვილთა შეხვედრას აზრი დაუკარგეს.

საწყის მატჩში კეტი სვონმა (524-ე რეიტინგში) ეკატერინე გორგოძეს (327-ე) 6:3, 6:3 სძლია, შემდეგ კი, ჰიზერ უოტსონმა (85-ე) საქართველოს პირველ ჩოგან სოფო შაფათავას (226-ე) 6:2, 6:0 მოუგო.

წყვილთა შეხვედრაში შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ ჟოსელინ რაეს და ანა სმიტს 6:2, 6:4 კი სძლიეს, თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონია.

როგორც აღვნიშნეთ, მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერის კაპიტნობით, საქართველოს ნაკრებმა ზედა დონეზე ანაცვლების შანსი დაკარგა, თუმცა, ისიც საქმეა, რომ ფედერაციის თასის I ჯგუფში თამაშის უფლება შეინარჩუნა.

ქართველი ჩოგბურთელები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და ამ გზაზე მათი პირველი მეტოქე ბულგარეთი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11012