ჭადრაკი

16:01 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა ბოლოსწინა ტურში იმარჯვა

ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2502) გიბრალტარში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ბოლოსწინა ტურში გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში წინსვლა განიცადა.

მე-9 ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ესპანელი დავიდ მარტინეს მარტინს (2407) სძლია და 5.5 ქულით 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. დასკვნით ტურში ხოტენაშვილი შავებით ჰოლანდიელ ქსანდერ ვემერს (2352) ეთამაშება.

უკანასკნელი ტურის წინ, გიბრალტარის ტურნირის სათავეში დიდი კონკურენციაა. 7.0-7.0 ქულით სათავეში ერთბაშად 8 მოჭადრაკე იმყოფება.

ესენი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2785), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2697), სეტურამანი (ინდოეთი, 2639), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2755), სებასტიენ მაზე (საფრანგეთი, 2591), დავიდ ანტონ გუიხარო (ესპანეთი, 2639), ჩაო ლი (ჩინეთი, 2751) არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111064