ისტორია

9:39 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

4 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962 – დაიბადა ვლადიმერ აფციაური. ქართველი მოფარიკავე (რაპირისტი). სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 1985 და 1990 წლებში კი, პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. აგრეთვე, ვლადიმერ აფციაურმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 1982 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1998 წლიდან კუვეიტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ექსჯერ გაამარჯვებინა არაბული ქვეყნების ჩემპიონატებში. ვლადიმერ აფციაური ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერია. გარდაიცვალა 2012 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ორმატჩიან პლეიოფში, “მონრეალ AAA”-მ “ვინიპეგ ვიქტორიანზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1924 - საფრანგეთის ქალაქ შამონიში, ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 16 ქვეყნის 258 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე ნორვეგიის ნაკრები გავიდა (4 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო), მეორე პოზიციაზე ფინელები აღმოჩნდნენ (4, 3, 3), ხოლო მესამე ადგილზე აშშ-ს გუნდი აღმოჩნდა (1, 2, 1).

1925 – პირველი არგენტინული გუნდი ტურნეს ჩასატარებლად ევროპას ეწვია. სხვა კლებების 5 ფეხბურთელით გაძლიერებულმა “ბოკა ხუნიორსმა” გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში 20-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ბუენოს აირესელებმა მადრიდში “რეალს” 1:0, “ატლეტიკოს” კი 2:1 სძლიეს. ტურნე 7 ივლისამდე გაგრძელდა და “ბოკა ხუნიორსი” სამშობლოში მარსელის პორტიდან გემით გაემგზავრა.

1932 - აშშ-ის ქალაქ ლეიკ პლესიდში, ზამთრის მესამე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1943 - გარდაიცვალა ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი პრეზიდენტი, ფრენკ კალდერი.

1968 - ბოვი კუნმა, ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისრის პოსტზე, უილიამ ეკერტი შეცვალა.

1969 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ცინცინატისა” და “დეტროიტის” მატჩს 41 163 მაყურებელი დაესწრო.

1971 - ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შავკანიან მომათამაშეებს

სპეციალური ადგილი გამოუყვეს.

1973 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “ნიუ იორკ აილენდერზი” და “ბუფალო სეიბრზი” ხვდებოდნენ, არბიტრებს მოედნიდან არც ერთი მოთამაშე გაუძევებიათ.

1973 - მანფრედ კოკოტმა, დახურულ დარბაზში მამაკაცთა შორის 50 მ დისტანციაზე რბენაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (5.61).

1976 - ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, ზამთრის მე-12 ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1977 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 30-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 4:3 მოუგო. შეხვედრა ვანკუვერში გაიმართა.

1986 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 38-ე მატჩში, უელსმა კემპბელს ოვერტაიმში 4:3 მოუგო, შეხვედრა ჰართფორდში გაიმართა.

1990 - ანდრეს ჰოლმერცმა, 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში, მამაკაცთა შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა (3:40.81).

1990 - დენი ევერტმა, დარბაზში 400 მ-ზე გარბენში ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა (45:04).

1990 - ლუდმილა ნაროჟილენკომ დარბაზში 60 მ-ზე თარჯრბენში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (7.69).

1994 - მერლინ ოტიმ დარბაზში 50 მ-ზე სირბილში, ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა (6.00).

1994 - რუსეთის მძლეოსან ქალთა ნაკრებმა, დარბაზში 800 მეტრზე ესტაფეტით სირბილში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა (8:18.71).

1995 - დსთ-ს ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” მოსკოვის “სპარტაკთან” 1:5 წააგო. ქართველთაგან გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ზოიძე, ბერაძე, კიკნაძე, დიდავა, კალაძე (ხუჯაძე), ანჩაბაძე, მაჭავარიანი, ჯამარაული, კორღალიძე (იაშვილი), ქინქლაძე, ყაველაშვილი (დემეტრაძე).

1997 - მარიო ლემიე ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით მეშვიდე მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩებში მეექვსასე შაიბა გაიტანა.

2000 - კვიპროსის ტურნირზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პენალტების სერიაში რუმინეთთან წააგო. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

2005 - შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი, “სერვეტი” ბანკროტად გამოაცხადა. იმ მომენტისთვის კლუბის ვალმა 9 მილიონ დოლარს მიაღწია.

2005 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატში, ბესიკ გოჩაშვილმა (55 კგ, გორი), შალვა მუზაშვილმა (66 კგ, გორი), რეზო მინდორაშვილმა (84 კგ, თბილისი) და დავით ოთიაშვილმა (მძიმე წონა, თბილისი) ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირი დიღმის საჭიდაო დარბაზში ჩატარდა.

2006 - თბილისში გამართულ ძიუდოისტთა რიგით 33-ე საერთაშორისო ტურნირში (მსოფლიო თასის გათამაშება), ზაზა კედელაშვილმა (66 კგ) და დავით მარგოშვილმა (73 კგ) ვერცხლის, ხოლო ვახტანგ ხოსიტაშვილმა (60 კგ) და მინდია ხომიზურმა (66 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

2006 - თბილისში გაიმართა ერთა თასის გათამაშების მატჩი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (46:19). შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა.

2007 - საფრანგეთის საკალათბურთო პირველობაზე, ვახტანგ ნაცვლიშვილის “დიჟონმა” სტუმრად “ლე ავრი” დაამარცხა (90:80). ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. 25 წუთში მან თავის გუნდს 17 ქულა შესძინა და 8 მოხსნა განახორციელა.

2007 - ადრიატიკის საკალათბურთო ლიგის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბრძოლაში, მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” ხორვატულ “ზადარს” მოუგო (89:79). ქართველმა კალათბურთელმა 35 წუთი ითამაშა, 19 ქულა მოაგროვა, 6 მოხსნა, 5 ჩაჭრა და ორი შედეგიანი პასი განახორციელა.

2007 - გერმანიის საფეხბურთო მეორე ბუნდესლიგაში, ოთარ ხიზანეიშვილისა და ალექსანდრე იაშვილის “ფრაიბურგმა” გასვლით შეხვედრაში “უნტერხაჰინგს” 2:0 სძლია. იაშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 54-ე წუთზე, მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა.

2008 – ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ბობ ნაიტი (მას ლიგაში სარეკორდო რაოდენობის მოგება, 902 აქვს) მოულოდნელად ტეხასის უნივერსიტეტის გუნდის მთავარმწვრთნელობიდან გადადგა.

2012 - ძიუდოისტთა პარიზის დიდ სლემზე ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1898 - პეპი ბლიუმი. 1920-30-იან წლებში ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ავსტრიის ნაკრების 51 მატჩში გაიტანა 3 გოლი. ქვეყნის ორგზის ჩემპიონი.

1901 - იური ლოსმანი. ესტონელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 1920 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

1906 - პრიმო კარნერა. იტალიელი მოკრივე. 1933 წელს ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1926 - დიულა გროშიჩი. უნგრელი მეკარე. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ფინალისტი. ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი. 1950 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად. ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი. უნგრეთის პირველობის შეხვედრებში 360-ჯერ ითამაშა.

1937 - ჯონ დევიტი. ავსტრალიელი მოცურავე. 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1937 - მაგნარ სოლბერგი. ნორვეგიელი მოთხილამურე. 20 კილომეტრზე ბიატლონში, 1968 და 1972 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვა.

1942 – ხოაკინ კლიმენტ რიფე. წლების განმავლობაში იყო “ბარსელონას” კაპიტანი. 1964-76 სეზონებში გუნდის რიგებში ჩაატარა 548 მატჩი. 1978-79 წლების სეზონში იყო “ბარსას” მთავარი მწვრთნელი.

1944 – გენადი ევრიუჟიხინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” საფლანგო ფორვარდი. ნაკრების 37 მატჩში გაიტანა 6 გოლი. 1972 წლის თასების თასის ფინალისტი. საბჭოთა კავშირის 1976 წლის (გაზაფხული) ჩემპიონი. ორჯერ მოიგო საკავშირო თასი.

1946 - მერი მეიერი. ამერიკელი მოციგურავე. 500 მეტრზე ციგურაობაში, 1968 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

1953 - სვეტლანა ულმასოვა. რუსი მოთხილამურე. სამი კილომეტრის დაფარვაში 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1961 - ვერნ ფლემინგი. ამერიკელი კალათბურთელი. 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. გამოდიოდა “ნიუ ჯერსი ნეთსში”.

1961 - დენის სავარი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსის” ცენტრფორვარდი.

1962 - ვლადიმერ აფციაური. ქართველი მოფარიკავე (რაპირისტი). სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 1985 და 1990 წლებში კი, პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. აგრეთვე, ვლადიმერ აფციაურმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 1982 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1998 წლიდან კუვეიტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და ექსჯერ გაამარჯვებინა არაბული ქვეყნების ჩემპიონატებში. ვლადიმერ აფციაური ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერია. გარდაიცვალა 2012 წელს.

1963 - ტრეისი რუისკონფორტო. ამერიკელი მოცურავე. 1984 და 1988 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ორი ოქროს, აგრეთვე ვერცხლის მედალი.

1964 - ოლეგ პროტასოვი. დნეპროპეტროვსკის “დნეპრის,” კიევის “დინამოს,” პირეოსის “ოლიმპიაკოსის,” ოსაკას “გამბას,” ბერძნული “პროოდეფტიკის” ფორვარდი. 1983 და 1990 წლებში მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1990 წელს დაეუფლა საკავშირო, ხოლო 1992-ში საბერძნეთის თასს. 1987 წელს აღიარეს სსრკ საუკეთესო ფეხბურთელად. მოპოვებული აქვს “ვერცხლის ბუცი”. 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. 1986 და 1990 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობდა. საკავშირო ნაკრებში ჩატარებულ 69 მატჩში, 29 გოლი გაიტანა. წვრთნიდა “ოლიმპიაკოსს,” კვიპროსის აელ-ს, ბუქარესტის “სტიაუას”. ამჟამად “დნეპრის” თავკაცია.

1966 - ვიაჩესლავ ეკიმოვი. საბჭოთა ველოსიპედისტი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1967 - სერგეი გრინკოვი. ციგურებით ფიგურულ სრიალში, ეკატერინა გორდევასთან წყვილში, 1988 და 1994 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1972 - ჯოვანი. ბრაზილიელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ბრაზილიის 1995 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. “ბარსელონას” შემადგენლობაში ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. “ოლიმპიაკოსის” რიგებში ხუთჯერ მოიპოვა საბერძნეთის ჩემპიონობა.

1973 - ოსკარ დე ლა ჰოია. მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მოკრივე. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ ბევრ წარმატებას მიაღწია. 1997-1999 წლებში პლანეტის საუკეთესო მოკრივედ აღიარეს.

1975 - დენის პიმენკოვი. რუსი მოცურავე. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონი.

1976 - ედუარდ გრიცუნი. რუსი ველოსიპედისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი.

1979 – ჯორჯო პანტანო. ფორმულა1-ის “ჯორდანის” სკუდერიის მრბოლელი. მოგებული აქვს პილოტთა პირველობა.

1981 – ჯეისონ კაპონო. “შარლოტ ბობქეთსის”, “მაიამი ჰითის”, “ტორონტო რეპტორზის” მსუბუქი ფორვარდი. მაიამელთა შემადგენლობაში 2006 წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა. სამქულიანების რეალიზაციის მხრივ ნბა-ში საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (25 პროცენტზე მეტი).

1986 - ლაშა გამყრელიძე. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი (183 სმ). რუსთავის “ენერჯი-ინვესტის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი. საქართველოს ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში, 2004-10 წლებში იცავდა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1943 - ფრანკ კოლდერი. ჰოკეის ნაციონალური ლიგის 1 პრეზიდენტი.

1995 - როელ ვიერზმა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი (პსვ). გარდაიცვალა 62 წლის ასაკში.

2005 - 99 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მოკრივე, მაქს შმელინგი. ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

0.109455