ჭადრაკი

15:11 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის 4 ლიდერი

გიბრალტარში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, პირველობისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

8 ტურის თავზე Tradewise Gibraltar Chess Festival 2016-ს 6.5-6.5 ქულით ერთბაშად 4 ლიდერი ჰყავს: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2785), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2697), პენდიალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2755) და დავიდ ანტონ გუიხარო (ესპანეთი, 2639).

ბოლოსწინა ტურში ცენტრალური ვაშიე-ლაგრავე-ბაკროს და გუიხარო-ჰარიკრიშნას პარტიები იქნება.

ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილე ბელა ხოტენაშვილს 8 ტურში 4.5 ქულა მოუგროვდა და 250-მდე მოჭადრაკეს შორის 89-ე ადგილი უკავია.

გასულ ტურებში ხოტენაშვილმა ჯერ თეთრი ფიგურებით გერმანელ მატიას ბახს (2301) სძლია, შემდეგ კი, შავებით მეტიუს ჰერმანს (აშშ, 2370) დაუზავდა.

მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით დავიდ მარტინეს მარტინს (ესპანეთი, 2407) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113835