თამაშგარე

11:19 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩი და ვარსქენ პიტიახში

პოპულარული სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი - ეს ამოდონა გაქანებისა და პოპულარობის მქონე ქალი დამდგარა, პირი მოუღია და საქვეყნოდ იძახის, ჩოგბურთი ჩემთვის პირველ ყოვლისა შემოსავლის წყარო იყო, ახლაც ასეთად რჩება და ვერ ვხვდები, ჩოგნის ირიბად ქნევა ვინმეს ჰობი რატომ უნდა იყოსო.

პირი ქვისკენ გვიქნია და ასეთ დროს, ცოტა რთულია რაიმე უხიაგი არ წამოგცდეს, რადგან სხვა თუ არაფერი, როდესაც ცნობილი სპორტსმენი ოდენ მომხვეჭველობის სენითაა შეპყრობილი, როგორ გინდა სოფელ გამდლისწყაროს ქალ ფეხბურთელთა მარადის ძლეული გუნდის წევრები დაარწმუნო - სპორტი პირველ რიგში აზარტი და ჯანსაღი ცხოვრების წესიაო.

ისე, ჩოგნის ქნევა რომ ანა ივანოვიჩს გამოსდის - ეგეთი უნდა, მაგრამ რად გინდა? არცთუ ცხონებულმა ვარსქენ პიტიახშმაც გემრიელად იცოდა თავისი წილი სამთავროს მართვა, მაგრამ იმაზე წამხდარი და ჩარუმა კაცი მეორე არ დადიოდა მთელს დუნიაზე. ასტამი იმასა და ოხრობა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116719