ჭიდაობა

0:50 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელების 11 მედალი და გუნდური მეორე ადგილი სტამბოლიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 30-31 იანვარს სტამბოლში გამართულ ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სადაც, 2 ოქროს, 5 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა გობაძე (80) და რობერტ კობლიაშვილი (85). ვერცხლის მედლები მოიპოვეს რევაზ ლაშხმა (59), შმაგი ბოლქვაძემ (71), მინდია წულუკიძემ (75), თორნიკე ძამაშვილმა (80) და ბექა კანდელაკმა (130).

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ბაკურ გოგოლი (71), მათე სოფაძე (85), გიორგი ცირეკიძე (85) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს და თურქეთის ნაკრებებმა ერთნაირი შედეგი (70-70 ქულა) აჩვენეს, თუმცა უპირატესობა თურქეთის ნაკრებს მიენიჭა, რადგანაც ჩვენზე ერთით მეტი (3) ოქროს მედალი (3) მოიპოვა. მესამეზე ყახაზეთი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია გახლავთ, მწვრთნელები – ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვაჟა-ბოძაშვილი.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156878