ბლოგი

17:05 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიალოგი უცნაურ თემაზე

- თავიდან თითქოს შეთანხმებულად აპირებდნენ მუშაობას და ვერ გამიგია რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს ეგრე. იმასაც ვერ ვხვდები, რა მოტივაცია შეიძლება ქონდეს უფროსს, რომელიც ახლაღა გაუფროსდა და წესით მხოლოდ თბილ ღიმილს უნდა აფრქვევდეს ირგვლივ.

- უფროსის მოტივაციის მიხვედრას რა უნდა? ახალდმოსულთ ხომ არასოდეს სიამოვნებთ წინამორბედისგან “მორჩენილი” ხალხი.

- და ეს რატომაა “მორჩენილი” ეს კაცი? სულ ერთად არ მოდიოდნენ? ერთად არ აგორებდნენ ბურთს? ერთად არ იძახდნენ - მე შევცვლი ჩვენს ფეხბურთში რაც უმსგავსობააო? ეგრე არ იყო თუ ჩვენ გვეჩვენება?

- რას იძახდნენ ეგ ვის ახსოვს? ჩვენი მოკლე მეხსიერების ამბავი, მგონი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჩვენ რომ ადვილად ვივიწყებთ ძველ ამბებს - ეგეთი უნდა...

- დავიწყება კიდევ ცალკე ამბავია და სულ ცალკე ამბავია ის რაც გუშინ იყო.

- და რა იყო გუშინ?

- გუშინ წინამორბედი მწვრთნელი გაუშვეს – შედეგები არ მოგვწონსო და თან ძალიან ხშირად იმ სიტყვებს ამბობ ჩვენში რომ არ ითქმისო...

- და მერე? უნდა ეთქვა? ხომ არ უნდა ეთქვა?

- რომ არ უნდა ეთქვა, იმაშია საქმე. აი ამან - ახალმა საერთოდ არაფერი თქვა, მაგრამ მაინც შეუქმნეს წასვლის პირობა. თან ისე, რომ კაცი ვერ გაიგებს რატომ და რისთვის.

- მაინც ვერ ამბობ სათქმელს. არადა ვხვდები რაღაცის თქმა გინდა და მიედ-მოედები.

- შენთან სახლში ელექტროენერგიის მიწოდება როგორია? განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რას იტყვი დენის ხარისხზე და მოწოდების სიხშირეზე?

- შენ ხომ არ გადარეულხარ კაცო. რა შუაშია დენი, როცა სულ სხვა რამეზე გელაპარაკები.

- შუაში სწორედ ეგაა თუ არის და ამის ვერმიხვედრაა სწორედ ის მოკლე მეხსიერება, რაზეც ვილაპარაკეთ.

- და ვთქვათ არ მომწონს ელექტორიენერგიის მოწოდების ხარისხი. ამით რა შეიცვლება?

- შეიცვლება რა, შენ უნდა შეცვალო. თავისით არაფერი შეცვლილა ან როგორ უნდა შეიცვალოს?...

- მე რა შევცვალო? დენის ხარისხთან მე რა ხელი მაქვს?

- და მწვრთნელის შეცვლა თუ გინდა, მაშინ ელექტროენერგიის ამბავიც უნდა გააუმჯობესო, სხვანაირად ვერ გამოვა. ერთმანეთზეა ეს ორი რამე მიბმული ვითარცა ძველ დროში დენი და ნაგავი და ვითარცა კიდევ უფრო ძველ დროში ენა და მამული.

- შენ რა უცნაური ქარაგმებით მელაპარაკები კაცოო. მწვრთნელის შეცვლა მე არ მინდა, ვისაც უნდა ისინი ცვლიან კიდეც და თითქმის სულ ასე იყო. ჩვენ ვინ გვეკითხებოდა თუ კაცი ხარ.. მე როცა მინდოდა ხმამაღლა რაღაც მეთქვა - მაშინაც ნეტა ჩუმად ვყოფილიყავი.

- მაინც ვერ მეუბნები ელექტორენერგიის ხარისხზე ზუსტ პასუხს. მაინც რა არის ეს ოხერი მოკლე მეხსეირება არა?

- მე მეუბნები კი გასაგებია, მაგრამ შენც ხომ ქართველი ხარ და როგორც ვხედავ არც შენ ხარ “ქართლის ცხოვრების ქრონიკების” ავტორი და არც შენ გამოირჩევი უგრძესი ფიქრებით. ისე, ახლა ეგეთ რამეებზე ვინ ფიქრობს?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138976