ფეხბურთი

13:03 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” თასის ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა (+VIDEO)

იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი “მილანმა” 1:0 მოიგო. “ალესანდიასთან” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მარიო ბალოტელიმ 43-ე წუთზე პენალტის მეშვეობით გაიტანა. განმეორებითი მატჩი 1 მარტს გაიმართება.

“როსონერი” ბოლოს თასის ფინალში 2003 წელს იყო და მაშინ იმარჯვა კიდეც. “მილანი” ისტორიაში ფინალში 12-ჯერ გავიდა და 5-ჯერ მოიგო.

მეორე ნახევარფინალური მატჩი “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის 27 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121212